ჩ{ ჩა ჩე ჩვ ჩი ჩკ ჩლ ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ ჩჷ
ჩი- ჩი{ ჩია ჩიბ ჩიგ ჩიე ჩივ ჩით ჩიკ ჩილ ჩიმ ჩინ ჩიო ჩირ ჩიტ ჩიუ ჩიფ ჩიქ ჩიღ ჩიყ ჩიჩ ჩიხ ჩიჸ

ჩიჩიხ-ი (ჩიჩიხის)

ხის მანქანა, რომელიც ბამბას აცლის კურკებს, - ჩიხრიხი. ჩიჩიხი სხვადასხვა ზომისაა; მისი საშუალო ზომა ნახევარ მეტრს უდრის. ჩიხრიხის ორი "ტანი" (ბოძი) დამაგრებულია ფიცარზე, რომელსაც კუჩხი (ფეხი) ეწოდება. ბოძებში გაყრილია ორი მსხვილი ჯოხი (კიჯი), რომელსაც ბოლოებში აქვს სახელური (ხე). კიჯები ტრიალებენ, ორი კაცი მუშაობს. ერთი მარჯვნივ ატრიალებს, მეორე — მარცხნივ. ბამბას კიჯებს შორის უდებენ. ბამბას კურკები ცვივა და იწმინდება (ს. მაკალ., გვ. 211). ჩიჩიხიენი გაჩქვენუნა, მელე-მოლე ურთანანი: შ. ბერ., გვ. 63 - ჩიხრიხი გეგონებათ, გაღმა-გამოღმა (იქით-აქეთ) რომ ატრიალებენ. შდრ. ობუ{რ}წკალი
Source: მეგრულ-ქართული ლექსიკონი = Megrelian-Georgian dictionary : [3 ტომად] / ოთარ ქაჯაია ; [სარედ. საბჭო: თ. გამყრელიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]]. - თბილისი : ნეკერი, 2001. - 29 სმ..
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9