მ- მა მბ მდ მე მზ მთ მი მო მპ მჟ მტ მუ მფ მღ მც მძ მწ მჭ მჯ მჲ მჷ
მა მა- მა{ მაა მაბ მაგ მად მაე მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაო მაპ მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაშ მაჩ მაც მაძ მაწ მაჭ მახ მაჯ მაჰ მაჸ

მა-

  1. pref.
    -ა სუფიქსთან ერთად (მა- — -ა): 1. რაოდენობითი რიცხვითი სახელისაგან აწარმოებს რიგობითს; შეესატყვისება ქართულ მე-ე'ს: მა-ართ-ა (შდრ. ართი ერთი) მეერთე; მა-ჟირ-ა // მა-ჟი-ა (შდრ. ჟირი ორი) მეორე; მა-სუმ-ა (შდრ. სუმი სამი) მესამე; მა-ამშვ-ა (შდრ. ამშვი ექვსი) მეექვსე; მა-ბრუ-ო//მა-ბრუ-ა//მა-რუ-ო (შდრ. ბრუო//რუო რვა) მერვე; მა-ჩხორ-ა (შდრ. ჩხორო ცხრა) მეცხრე; ეჩდომასუმა//მა-ეჩდოსუმ-ა (შდრ. ეჩდოსუმი ოცდასამი) ოცდამესამე//მეოცდასამე; ოშმავითა//მა-ოშვით-ა (შდრ. ოშვითი ასათი) ასმეათე// მეასათე... შდრ. ლაზ. მა-ანშ-ა მეექვსე. 2. ზედსართავი სახელისაგან აწარმოებს გამთანაბრებელ ფორმას (შესადარებელ საგნებს შორის): მა-სქვამ-ა (შდრ. სქვამი ლამაზი) ლამაზებს შორის უფრო ლამაზი; მა-გირძ-ა//მა-გინძ-ა (შდრ. გინძე// გირძე გრძელი) გრძელთა შორის უფრო გრძელი; ისე გრძელი, როგორც...; მა-კუ{ნ}ტ-ა (შდრ. კუ{ნ}ტა მოკლე) მოკლეთა შორის უფრო მოკლე; მა-ჭიფ-ა (შდრ. ჭიფე წვრილი) წვრილთა შორის უფრო წვრილი; მა-შხვ-ა (შდრ. შხუ მსხვილი) მსხვილთა შორის უფრო მსხვილი; მა-რჩელ-ა (შდრ. რჩელა//რჩე//ჩე თეთრი) თეთრთა შორის უფრო თეთრი; მა-რჩხელ-ა (შდრ. რჩხელი//ჩხე ცხელი) ცხელთა შორის უფრო ცხელი (ი. ყიფშ.); შდრ. მო- — -ე//მო- — -ო.
  2. pref.
     
    -ი, -ალ, -არ, -ე, -ელ, -ერ, -ო, -უ//-უუ, -ჷ, -ურ, -{ენ}ჯ//-{ინ}ჯ, -ჯ-ა, -ია სუფიქსებთან ერთად აწარმოებს მიმღეობებს: მა-ჭვალ-ი (შდრ. ჭვალუა წველა) მეწველი; მა-ხალ-ი (შდრ. ხალა შობა) მშობელი; მა-ზოჯ-ალ-ი (შდრ. ზოჯ-უა ბრძანება) მბრძანებელი; მა-ჸვილ-არ-ი (შდრ. ჸვილ-უა კვლა) მკვლელი; მა-ბირ-ე (შდრ. ბირ-ა სიმღერა, მღერა)მომღერალი; მა-შიბ-ელ-ი (შდრ. შიბ-ა შოვნა) მშოვნელი; მა-ნჯღვ-ერ-ი შდრ. ნჯღვერ-ა ძღოლა) მძღოლი, ხელმძღვანელი; მა-ხორ-ო (შდრ. ხორ-უა სახლობა) მოსახლე; მა-ძირაფ-უ (შდრ. ძირ-აფა ნახვა) მნახველი; მა-ღურ-უუ (შდრ. ღურ-ა
    სიკვდილი) მომაკვდავი; მა-ჭყოლად-ჷ (შდრ. ჭყოლა/იდ-ა და-ვიწყება) დამვიწყებელი; მა-ლიმ-ურ-ი (შდრ. ლიმ-ა ბრძოლა, ომი, ჩხუბი) მებრძოლი; მა-რტ-ენჯ-ი (შდრ. რტინ-ა გა-ქცევა) გამქცევი; მა-ჩამინ-ჯ-ა(შდრ. ჩამინ-ი კბენა) მკბენარი; მა-
    ხი/ენჯ-ი (შდრ. ხირ-უა პარვა, ქურდობა) ქურდი, მპარავი; მა-ხარ-ია (შდრ. ხარ-ება ხარება) მახარობელი; მა-რულ-ია (შდრ. რული//ლური ძილი) მძინარა (მცენარეა)...
    Source: მეგრულ-ქართული ლექსიკონი = Megrelian-Georgian dictionary : [3 ტომად] / ოთარ ქაჯაია ; [სარედ. საბჭო: თ. გამყრელიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]]. - თბილისი : ნეკერი, 2001. - 29 სმ..
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9