ნა ნბ ნგ ნდ ნე ნთ ნი ნკ ნნ ნო ნჟ ნრ ნტ ნუ ნქ ნჩ ნც ნძ ნწ ნჭ ნჯ ნჷ
ნა ნბ ნგ ნდ ნე ნთ ნი ნკ ნნ ნო ნჟ ნრ ნტ ნუ ნქ ნჩ ნც ნძ ნწ ნჭ ნჯ ნჷ

წარმოადგენს: ა) ფონეტიკურ დანართს ზოგიერთი სიტყვის დასაწყისში: ნგარა ტირილი (შდრ. გარა), ნქირაფა გაქრობა (შდრ. ქირაფა), ნკორუა ცოხნა (შდრ. კორუა), ნძალა ძალა (შდრ. ძალა), ნჩურუა ცურვა (შდრ. ჩურუა), ნძგილუა ხლეჩა (შდრ. ძგილუა), ნწკირუა გაპობა (შდრ. წკირუა), ნჭაფა წვდომა (შდრ. ჭაფა); ბ) ჩანართს ზოგიერთ სიტყვაში: იმენდი იმედი (შდრ. იმედი), ანთასი ათასი (შდრ. ათასი), მანგარი მაგარი (შდრ. მაგარი), შანქარი შაქარი (შდრ. შაქარი), ონტკა არაყი (შდრ. ოტკა), დანჩხირი ცეცხლი (შდრ. დაჩხირი), კალანჩხა პატარა კალათი (შდრ. კალ/რაჩხა), მონჭვა კრუხი (შდრ. მოჭვა). თანხმოვნებთან (დ თ ტ; ძ ც წ; ჯ ჩ ჭ; გ ქ კ) ნ-ს განვითარების ტენდენცია უფრო ძლიერია ზუგდიდურ- სამურზაყანოულში, შედარებით სუსტი — სენაკურში.
Source: მეგრულ-ქართული ლექსიკონი = Megrelian-Georgian dictionary : [3 ტომად] / ოთარ ქაჯაია ; [სარედ. საბჭო: თ. გამყრელიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]]. - თბილისი : ნეკერი, 2001. - 29 სმ..
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9