პრეფიქსი აწარმოებს: 1. ვნებითი გვარის წარსული დროის მიმღეობას: ნა-ჭვ-ი ნაწვი, ნა-რჩხ-ი ნარეცხი, ნა-ბირ-ა ნამღერი, ნა-ძირეფ-ი ნანახი, დჷ-ნა-რჩეფ-ი დანაგები. შდრ. ლაზ. ნა: ნა-ნჭვალი ნაწველი (რძის ნაწარმი) (ეტიმოლ., გვ. 355). 2. -ა, -ე, -უ, -ელ, -ერ//-უერ, -ენჯ//-ჯ სუფიქსებთან ერთად (ნა- — -ა, ნა- — -ე, ნა- — -უ, ნა- — -ელ, ნა- — -ერ//-უერ, ნა- — - ენჯ//-ჯ) — ასევე ვნებითი გვარის წარსული დროის მიმღეობას: ნა-ჸონ-ა ნამყნობი, ნა-ხელ-ე ნახელავი (შდრ. ხელუა ხელოვნობა), ნა-რაგად-უ ნათქვამი, ნა-ჯუმ-ელ-ი//ნა-ჯუმ-ა თან წაღებული, ნა-თხუ-ერ-ი ნათხოვი, ნა-ჩხუბ-ერ-ი ნაჩხუბარი, ნა-ხაჩქუ-ერ-ი გასამრჯელო თოხნისათვის, ნა-ბირ-უერ-ი სიმღერის საფასური (შდრ. ბირა მღერა), ნა-ხვ-ენჯ-ი//ნა-ხვენ-ჯ-ი ნაჯდომი (შდრ. ხვენა ჯდომაა)... 3. -ა, -უ//-ჷ, -ენ, -ერ სუფიქსებთან ერთად (ნა- — -ა, ნა- — -უ//-ჷ, ნა- — -ენ, ნა- — -ერ) — წინავითარების სახელებს: ნა-ხურგ-ა//ნა-ხურგ-უ ნასაზღვრი (შდრ. ხურგი საზღვარი), ნა-ქომონჯ-უ ნაქმარევი, ნა-შქასერ-უ ნაშუაღამევი, ნა-ოსორიშ-ენ-ი//ნო-ოსორიშ-ენ-ი ნავახშმევი, ნა-ახალწან-ერ-ი//ნო-ახალწან-ერ-ი ნაახალწლევი... 4. -უ//-ჷ, -უუ, -ურ, -უშ-ი სუფიქსებთან ერთად (ნა- — -უ//-ჷ, ნა- — -უუ, ნა- — -ურ, ნა- — -უშ-ი) — გეოგრაფიულ სახელებს (განსაკუთრებით მიკროტოპონიმებს): ნა-ბამბ-უ//ნა-ბამბ-უუ (ღ ნა-ბამბ-ოუ) ნაბამბარი, სადაც ბამბა იყო; ნა-ჯიხ-ურ-ი//ნა-ჯიხ-უ ნაციხარი, სადაც ციხე იყო (შდრ. ჯიხა); ნა-ფიჩხ-ურ-ი ადგილი, სადაც ფიჩხაიას გვარი ცხოვრობდა; ნა-ზოდელ-უშ-ი (ტყა) ადგილი, სადაც ზოდელავების ტყე იყო; ნა-ჯარ-უშ-ი ნაჯარალი — ადგილი, სადაც ჯარობა იცოდნენ... 5. -ალ, -ორ სუფიქსებთან ერთად (ნა- — -ალ, ნა- — -ორ — ერთ შემთხვევაში) — წილობით რიცხვით სახელებს: ნა-ჟირ-ალ-ა//ნა-ჟირ-უ-ა ნაორალი, ტყუპის ცალი (შდრ. ჟირი ორი); ნა-ხუთ-ალ-ი ნახუთალი (შდრ. ხუთი ხუთი); ნა-ვით-ალ-ი ნაათალი (შდრ. ვითი ათი); ნა-სუმ- ორ-ი ნასამალი (შდრ. სუმი სამი). 6. -ია სუფიქსთან ერთად (ნა- — -ია) — კნინობითი (დამცირებითი!) ნიუანსი შეაქვს სახელის მნიშვნელობაში: ნა-ოსარ-ია (//ნო-ოსარ-ია) ნაპერანგალი, უვარგისი პერანგი (შდრ. ოსარე პერანგი); ნა-ქუდ-ია//ნო-ქუდ-ია უვარგისი ქუდი (შდრ. ქუდი ქუდი); ნა-ბურჭულ-ია//ნო-ბურჭულ-ია ნაწალდარი, უვარგისი წალდი (შდრ. ბურჭული წალდი).
Source: მეგრულ-ქართული ლექსიკონი = Megrelian-Georgian dictionary : [3 ტომად] / ოთარ ქაჯაია ; [სარედ. საბჭო: თ. გამყრელიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]]. - თბილისი : ნეკერი, 2001. - 29 სმ..