ტიბუ მზადდებოდა გაციებული პიროვნებისათვის. აადუღებდნენ წყალს, ჩაყრიდნენ ფეტვს, ქონდარს და წიწაკას. კარგად რომ მოიხარშებოდა, თბილად ასმევდნენ ავადმყოფს. ტიბუ ორგანიზმს ახურებდა და იწვევდა ოფლის გამოყოფას. ტიბუ საკმაოდ მწარე იყო, ამიტომ არსებობს გამოთქმა: გაჩენდი, ვარა ქორჩა ტიბუს! - გაჩერდი, თორემ შეგასმევ (შეგაჭმევ) ტიბუს! (მუქარაა)
Source: მეგრულ-ქართული ლექსიკონი = Megrelian-Georgian dictionary : [3 ტომად] / ოთარ ქაჯაია ; [სარედ. საბჭო: თ. გამყრელიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]]. - თბილისი : ნეკერი, 2001. - 29 სმ..