რე რო
რეფ

რეფორმატორთა და აგრარიკოსთა კავშირი

პარტიის ლიდერი ბაკურ გულუა

დევიზი: „გონიერება, საქმე, ზნეობა“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ეკონომიკური პილიტიკის ქვაკუთხედად კავშირი მიიჩნევს მოქალაქეების უმთავრესი სოციალური გარანტის - შრომის უფლების დაცვას. ინდივიდუალური, საოჯახო ბიზნესი, მცირე და საშუალო საწარმოები სოფლად და ქალაქად – დასაქმებისა და შემოსავლის ზრდის ძირითადი წყარო უნდა გახდეს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საგადასახადო დატვირთვის შემცირება და ყველა გადამხდელისათვის თანასწორი პირობების შექმნა კანონთან მიმართებაში.

საგარეო პოლიტიკა: გეოსტრატეგიულ ინტერესთა გადაკვეთაში საქართველოს ადგილის დამკვიდრების პროცესის გაღრმავება. ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საერთაშორისო ასპარეზზე, პირველ რიგში – კავკასიაში, საქართველოს ისტორიულ-კულტურული როლის აღდგენის მიზნით უნდა გაფართოვდეს ურთიერთობები ევროპული ინტეგრაციის განმსაზღვრელ გაერთიანებებში. ევროსაბჭოდან სვლა ევროკავშირისაკენ უმთავრესი პრიორიტეტია.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური, სამხარეო (ყველა დონეზე აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევითობის დამკვიდრება მომავალ საპარლამენტო პერიოდში აუცილებელია)

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო პარტია დაარსდა 1993 წ., პირველი რეგისტრაცია – 07.10. 1993 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 27.02. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: მოქალაქეთა ჯგუფი. ინიციატორები: მოქალაქეთა ჯგუფი.

კავშირი არის რეფორმატორთა კავშირის სამართალ-ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – საბჭო (ირჩევა 2 წლით - 80 წევრი) – პოლიტსაბჭო (ირჩევა 2 წლით - 15 წევრი) – თავმჯდომარე – ბაკურ გულუა (ყრილობა ირჩევს 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.) .

წევრთა რაოდენობა: 66547, აქტიური -12000. 56 რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: რეფორმატორთა და აგრარიკოსთა ახალგაზრდული კავშირი. დაარსდა 1993 წ., გაერთიანებულია 7500 წევრი. არ არის იურიდიული პირი. ლიდერი: ვასო ჯვარელი. მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ., 39ა. ტელ: 25 09 36, ფაქსი: 25 19 45.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „რეფორმატორთა კავშირი – ეროვნული თანხმობა“, მიიღო ხმების 2,8%, პარლამენტში ჰყავდა 1 წარმომადგენელი ბლოკიდან.

1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რეფორმების განხორციელება. ეროვნული თანხმობის მიღწევა.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა ბლოკში „ეროვნული თანხმობა“.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს. პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს.

პარტია არის რეგისტრირებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რწმუნებული – მამუკა შუბლაძე. პარტიის წევრი აღმასრულებელ ხელისუფლებაში: ბაკურ გულუა – სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: 1. ეროვნული ეკონომიკის აღორძინება მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გზით 2. მასობრივი უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის თვისობრივი გაუმჯობესება 3. კორუფციის დაძლევა და ეკონომიკის განთავისუფლება მაფიოზური კლანების დიქტატისაგან 4. რეალური, მიზანმიმართული პოლიტიკის გატარება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად 5. ეროვნული თანხმობის მიღწევა.

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ., 39ა. ტელ: 25 09 31, ფაქსი: 99 82 82, 25 19 45.

საკონტაქტო პირი: თეიმურაზ ლოლაძე – კავშირის ორგმდივანი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9