სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

პოლიტიკური გაერთიანება -ნაციონალური მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა!“

პარტიის ლიდერი გურამ შარაძე

დევიზი: „საქართველო უპირველეს ყოვლისა!“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ფაბრიკა-ქარხნების ამუშავება, მუშახელის დასაქმება. ტრადიციული სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის აღორძინება. მოძრაობა წინააღმდეგია უცხოური კაპიტალის მიერ საქართველოს დაკაბალებისა. ადგილობრივი ბიუჯეტის შევსების უზრუნველყოფა საგადასახადო სისტემის ქმედითუნარიანობით. წინააღმდეგია ხე-ტყის განადგურებისა და უცხო ქვეყნებში მისი გაყიდვისა.

საგარეო პოლიტიკა: მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან პოლიტიკური, კულტურული და სავაჭრო თანამშრომლობა თანასწორუფლებიანი სუბიექტის სტატუსით.. ყოველმხრივი თანამშრომლობა მსოფლიოს ყველა პროგრესულ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან (გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირი)

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა: 27.02. 1999 წ., პირველი რეგისტრაცია – 24.03. 1999 წ.

დაარსების ინიციატორები: გურამ შარაძე, რეზო მიშველაძე, მანუჩარ მაჩაიძე, იზა ცნობილაძე, რუსუდან კობახიძე, რუსუდან ნიშნიანიძე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – საბჭო, კომიტეტი (ირჩევა 2 წლით - 15 წევრი: გურამ შარაძე – თავმჯდომარე, იზა ცნობილაძე – თავმჯდომარის მოადგილე, როსტომ ნალბანდიშვილი – აღმასრულებელი მდივანი, მეგი ყიფიანი – თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე) – თავმჯდომარე.

წევრთა რაოდენობა: 40000, აქტიური - 25000. 2 რეგიონალური და 26 რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: ნაციონალური მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა! “-ს ახალგაზრდული ლიგა. დაარსდა 15.07. 1999 წ., ჩამოყალიბების სტადიაშია. ხორციელდება კოლეგიალური მმართველობა. მისამართი: თბილისი, დიდი ხეივნის ქ., კრწანისის გამგეობის I სართული, ტელ.: 72 25 15.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – გურამ შარაძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: მოძრაობა ქართველ ერს მიიჩნევს ძირითად მკვიდრ ერად და მომხრეა ქართული კულტურის ძირითადობისა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. მოძრაობა აღიარებს სიტყვის, სინდისისა და რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას. საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების თვითმყოფადობის პატივისცემა. სახელმწიფო (ქართული) ენის ფლობა აუცილებელია ყველა მოქალაქისათვის. მოძრაობა იბრძოლებს 1991-92 წ.წ. მოვლენების შეფასებისა და კანონიერების აღდგენისათვის. ეროვნული მრეწველობის, მეცნიერებისა და კულტურის დაცვა და მათი ახალ სიმაღლეზე აყვანა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, განათლების დონის ამაღლება (საყოველთაო-სავალდებულო დაწყებითი განათლება). იზრუნებს ისტორიული ძეგლების აღდგენასა და დაცვაზე, საეკლესიო სიწმინდეების მოვლა-პატრონობაზე. მოძრაობა სცნობს საკუთრების ყველა – კერძო, სახელმწიფო, საეკლესიო და კოოპერატიულ ფორმებს.

მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის ქ., 5, ტელ.: 95 45 70.

საკონტაქტო პირი: იზა ცნობილაძე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9