დაიბადა 1940 წ. ოზურგეთის რ-ნის სოფ. გურიანთაში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 1963 წ. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1966-1967 წ.წ. – თსუ, მეცნიერ თანამშრომელი. 1967-1972 წ.წ. – საქ. მეცნ. აკად. რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი, 1973-1975 წ.წ. – სწავლული მდივანი, ხოლო 1976 წლიდან დღემდე – განყოფილების ხელმძღვანელი. 1999 წ. აირჩიეს ნაციონალური მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა!“-ს თავმჯდომარედ. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1995-1998 წ.წ. იყო ფრაქცია „აღორძინების“ წევრი, 1995-1999 წ.წ. – მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე. ჰყავს მეუღლე, სვეტლანა გახარია და 2 შვილი.
მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ., 15. ტელ.: 23 26 15