პა პე პო
პოლ

პოლიტიკური გაერთიანება „სპორტული საქართველო “

პარტიის ლიდერი რომან რურუა

დევიზი: „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: მარტივი საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბება დაბალი გადასახადებით.

საგარეო პოლიტიკა: სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება-გაღრმავება.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო

პარტია დაარსდა - 1998 წ. ივნისი, პირველი რეგისტრაცია – 1998 წ. ივლისი. დაარსების ინიციატორები: რ. რურუა, გ. საღარაძე, კ. ასათიანი, თ. მდინარაძე, ზ. ახმეტელი, დ. გობეჯიშვილი, თ. მაჭავარიანი, ა. აბესაძე, ზ. ბერიაშვილი, ვ. ბალავაძე, დ. ციმაკურიძე, მ. ცალქალამანიძე, რ. ჩიმიშკიანი, ნ. ჯორჯიკია. ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – საბჭო (ირჩევა 4 წლით - 25 წევრი: თამაზ მდინარაძე, თამაზ მაჭავარიანი - თავპარტიის ლიდერი მჯდომარის მოადგილეები) – თავმჯდომარე (ირჩევენ 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.) – სათათბირო (ირჩევა 4 წლით).

წევრთა რაოდენობა: 15500, აქტიური. 1 რეგიონალური და 57 რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: პოლიტიკური გაერთიანება „სპორტული საქართველოს“ ორგანიზაცია. დაარსდა 1998 წლის ოქტომბერში, გაერთიანებულია 750 წევრი. ლიდერი: ირაკლი დოლაბერიძე. მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ., 49, ფიზაღზრდისა და სპორტის აკადემიის შენობა მობ.(899 51 76 40)

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად.

პარტია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს მხარს უჭერს ნაწილობრივ - საგარეო პოლიტიკაში, ხოლო საშინაო პოლიტიკაში კატეგორიულად ვერ ეთანხმება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტია რეგისტრირებულია, რწმუნებული - თამაზ მდინარაძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ინტელექტუალური და მატერიალური რეზერვების მაქსიმალური მობილიზაცია. სოფლის აღორძინება. სოფელი უნდა მომარაგდეს თანამედროვე ტექნიკით, მათ შორის გადამამუშავებელი მინისაწარმოებით უზრუნველყოფა. კრედიტების ყაირათიანი ხარჯვა. ჰიდროენერგორესურსების გამოყენება, მცირე და საშუალო ჰესების მასობრივი აღდგენა და მშენებლობა ბუნებისათვის მინიმალური ზიანის მიყენებით არის ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ზედმეტი ენერგიის ექსპორტირება. სპორტის, კულტურისა და ხელოვნების განვითარება და ამ გზით ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდა.

მისამართი: თბილისი, ქსნის ქ., 14, მობილური: (877) 41 74 94.

საკონტაქტო პირი: გიორგი მაქასარაშვილი

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9