![]() |
![]() | |
პარტიის ლიდერი მირიან მირიანაშვილი
დევიზი: „მამულის მსახურებაშია ღირსება“
პოლიტიკური მიმართულება: ნაციონალისტური
საპროგრამო პრიორიტეტები:
ეკონომიკა: სახელმწიფო კაპიტალიზმი.
საგარეო პოლიტიკა: რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლა და საკუთარი გეოპოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბება.
სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული
სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო (ძლიერი საპრეზიდენტო სახელმწიფო)
პარტია დაარსდა 12.06. 1999 წ., პირველი რეგისტრაცია – 9.07. 1999 წ.
დაარსების ინიციატორები: მირიან მირიანაშვილი, მამუკა წურწუმია, ალექსანდრე ბერძენიშვილი, მამუკა ნამიჩეიშვილი, ქართლოს ასათიანი, ზაზა ხოზბერიძე, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.
ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – პოლიტიკური საბჭო (ირჩევა 4 წლით - 15 წევრი) - თავმჯდომარე (ირჩევენ 4 წლით, აირჩიეს 1999 წ.).
წევრთა რაოდენობა: 1400, აქტიური - 80. 26 რაიონული ორგანიზაცია.
პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს სახელმწიფოს სისუსტისა და ანტიეროვნული პოლიტიკის გამო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული – ქართლოს ასათიანი.
1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: სახელმწიფოში ქართული წესრიგის დამყარება. ეროვნული სიმდიდრის მართებული განაწილება და სოციალური სამართლიანობა ყველასათვის თანაბარი პირობები, უფლებები და მოვალეობები. ჩვენი მიზანია რწმენაზე, ნაციონალიზმზე, სამართლიანობაზე დაფუძნებული დიდი საქართველო.
მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ., 9, ტელ.: 93 23 45.
საკონტაქტო პირი: ზაზა ხოზბერიძე – იდეოლოგიური მდივანი.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |