მა მე მი მო
მირ მიხ

მირიან მირიანაშვილი

დაიბადა 1961 წ. თბილისში, იურისტი. 1983 წ. დაამთავრა თსუ გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, 1998 წ. – თსუ იურიდიული ფაკულტეტი. 1989-1990 წ.წ. იყო სახალხო ფრონტის გამგეობის წევრი, 1990-1992 წ.წ. – „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ დამფუძნებელი და მუდმივი საბჭოს წევრი. 1996-1998 წ.წ. რეფორმატორთა კავშირის ორგმდივანი, შემდგომ პოლიტმდივანი. 1999 წ. აირჩიეს ერთიანი ნაციონალისტური მოძრაობის თავმჯდომარედ. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1990-1991 წ.წ. იყო ფრაქცია „რადიკალური კავშირის“ თავმჯდომარე, 1990-1992 წ.წ. ეკონომიკური რეფორმების მუდმივი კომიტეტის წევრი, 1990-1992 წ.წ. პრივატიზებისა და ქონებათსარგებლობის კომისიის თავმჯდომარე. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ნინო აროშიძე და 1 შვილი.

მისამართი: თბილისი, ატენის შესახვევი 18ა, ბინა 59. ტელ: 29 00 65, მობილური: (877) 40 50 16

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9