სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს მწვანეთა პარტია (სმპ)

პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე

დევიზი: „ეკოლოგია, დემოკრატია, არაძალადობა“

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: მდგრადი განვითარების პრინციპებზე დამყარებული ეკოლოგიურად სუფთა წარმოება. საგარეო პოლიტიკა: ევროგაერთიანებაში ინტეგრაცია. სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო 1992 წლიდან პარტია არის ევროპის მწვანეთა პარტიების ფედერაციის წევრი.

პარტია დაარსდა 1990 წ. პირველი რეგისტრაცია - 24.04. 1992 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 27.02. 1998 წ. დაარსების ინიციატორები: ზურაბ ჟვანია, რევაზ ხუნწარია, გიორგი ბარამიძე, მალხაზ ბიწაძე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: კონგრესი (მოიწვევა 3 წელიწადში ერთხელ) – პოლიტიკური კომიტეტი (ირჩევა 3 წლით - 7 წევრი: გიორგი გაჩეჩილაძე - თავმჯდომარე, გივი გიგინეიშვილი, სოსო ქარცივაძე, ნატო კირვალიძე, ზურაბ მგალობლიშვილი, ავთო გელაძე, ნინო ჩხობაძე) – დარბაზი (ირჩევა 3 წლით - 7 წევრი) – თავმჯდომარე (კონგრესი ირჩევს კენჭისყრით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.)

წევრთა რაოდენობა: 2000, აქტიური – 500 10 რეგიონალური და 52 რაიონური ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: ჩამოყალიბების სტადიაშია.

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლისგამზ., 182, ტელ.: 95 20 33, 35 45 51, ფაქსი: 35 19 74, E-mail: party@greens.org.ge

ბეჭდვითი ორგანო: „დედამიწა“, გამოცემა დროებით შეწყვეტილია.

1990 წ. არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „თავისუფლება“, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 9%, პარლამენტში ჰყავდა 12 წარმომადგენელი: 11 პარტიული სიით, 1 - მაჟორიტარი.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა, რადგან დააფუძნა „მოქალაქეთა კავშირი“ .„მოქალაქეთა კავშირიდან“ მწვანეთა 3 წარმომადგენელი იყო პარლამენტში. პარტიის საპროგრამო პრიორიტეტი იყო გარემოს დაცვა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად.

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს არავის უჭერდა.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდაედუარდ შევარდნაძეს.

პარტია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს მხარს უჭერს ნაწილობრივ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრები – გიორგი გაჩეჩილაძე, გივი გიგინეიშვილი, ავთანდილ გელაძე, რწმუნებული – ზურაბ მგალობლიშვილი. წარმომადგენლები მთავრობაში – ნინო ჩხობაძე (გარემოს დაცვის მინისტრი), ზურაბ თავართქილაძე (მოადგილე).

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, მოსახლეო-ბის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ., 182, ტელ.: 95 20 33, 35 45 51, ფაქსი: 35 19 74,

E-mail: party@greens.org.ge

საკონტაქტო პირი: რუსუდან სიმონიძე - აღმასრულებელი მდივანი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9