გა გე გი გო გუ
გიო

გიორგი გაჩეჩილაძე

დაიბადა 1954 წ., თბილისში, ინჟინერ-ჰიდროლოგი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი. 1976 წ. დაამთავრა თსუ გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1991 წლიდან არის გეოქიმიისა და კოსმოქიმიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, 1991 წლიდან წყლების გაჭუჭყიანებისაგან დაცვის მუდმივმოქმედი საერთაშორისო კომისიის წევრი. სამუშაო გამოცდილება: 1976-1995 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, განყოფილების გამგე. 1995 წლიდან არის საქართველოს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1992-1995 წწ. - მწვანეთა ფრაქციის წევრი, გარემოს დაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა “მოქალაქეთა კავშირის” პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1995-1998 წწ. - ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის” წევრი, 1995 წლიდან დღემდე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ჰყავს მეუღლე, რუსუდან ცაგარეიშვილი და 2 შვილი.

მისამართი: თბილისი, ფალიაშვილის ქ., 96 ტელ.: 22 26 62, მობილური: (877) 41 22 43, E-mail: party@greens.org.ge

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9