![]() |
![]() | |
პარტიის ლიდერი მალხაზ ცისკარიშვილი
დევიზი: „სამართლიანობა და კანონიერება გადაარჩენს საქართველოს“
პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული
საპროგრამო პრიორიტეტები:
ეკონომიკა: საშუალო ფენის აღდგენა, საკონონმდებლო ბაზის შემუშავებით ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება, ინტელექტტევადი მრეწველობის განვითარება.
საგარეო პოლიტიკა: მეზობელ ქვეყნებთან კონსტრუქციული, პარტნიორული დამოკიდებულება. ევროპულ ქვეყნებთან ინტეგრაცია. კეთილმეზობლური დამოკიდებულება და თანამშრომლობა.
სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: საქართველო უნდა იყოს ერთიანი და განუყოფელი. ამ სურვილში შეიძლება ადგილი დაეთმოს მხოლოდ სამხარეო მოწყობას.
სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო
პარტია დაარსდა 12.05. 1999 წ., პირველი რეგისტრაცია – 11.06. 1999 წ.
დაარსების ინიციატორები: კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია და მეანაბრეთა ინტერესების დაცვის საზოგადოება.
ორგანიზაციული სტრუქტურა: პარტიის კონფერენცია (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – საბჭო (ირჩევა 4 წლით - 17 წევრი: მალხაზ ცისკარიშვილი – პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ თოფურიძე – თავმჯდომარის მოადგილე, ილია გომართელი - მდივანი) – პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე (კონფერენცია ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.) – აღმასრულებელი სამდივნო (ირჩევა 4 წლით – 5 წევრი).
წევრთა რაოდენობა: 75000, აქტიური - 5000.4 რეგიონალური და 35 რაიონული ორგანიზაცია.
პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან თვლის, რომ საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არასწორი პოლიტიკის შედეგია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერე-ბი, რწმუნებული – ბაქარ შარაზადიშვილი.
1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: სამართლიანობისა და კანონიერების გაძლიერება. დაკარგული ქონების დაბრუნება. საქართველოს გაერთიანება. საშუალო ფენის ჩამოყალიბე-ბა. მრეწველობის განვითარება. სოფლის მეურნეობის აღორძინება.
მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ., 52. ტელ.: 38 13 40, 93 68 33
საკონტაქტო პირი: ილია გომართელი – აღმასრულებელი მდივანი
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |