![]() |
![]() | |
პოლიტიკური მიმართულება მემარცხენე-ცენტრისტული.
საპროგრამო პრიორიტეტები
ეკონომიკა: ზომიერი პროტექციონიზმი, საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება ნე-ოკეისიანობის ჩარჩოებში, მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერა. მიწაზე კერძო საკუთრე-ბა იპოთეკური სტრუქტურების განვითარებასთან ერთად; მიწის ფონდზე სახელმწიფო კონტროლი მისი მიზნობრივად გამოყენებისათვის.
საგარეო პოლიტიკა: მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობა, ევროსტრუქტურებში გა-ერთიანება, კავკასიური ინტეგრაცია.
სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: მხარეების გაუქმება, ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის გაძლიერება, ავტონომიების შენარჩუნება.
სახელმწიფო სისტემის მოწყობა: ფრანგული მოდელი ძლიერი პრეზიდენტი - პარლამენტთან ანგარიშვალდებული ძლიერი პრემიერი.
1997 წლიდან პარტია არის შავიზღვისპირეთის ქვეყნების მემარცხენე ცენტრისტული ორგანიზაციების ასამბლეის წევრი.
პარტია დაარსდა 1995 წ., პირველი რეგისტრაცია - 1995 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წ.დაარსების ინიციატორი: ვ. რჩეულიშვილი.
ორგანიზაციული სტრუქტურა: კონგრესი (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) - მთავარი კომიტეტი (ირჩევა 4 წლით) - სამდივნო (ი. ჩიხრაძე, თ. ჯგუშია, მ. დევდარიანი, ი. მინდელი, გ. მჭედლიშვილი, გ. ხაჭაპურიძე, გ. გურგენიძე, ქ. ჟორდიანია, ნ. ნავაძე, გ. ლორთქიფანიძე, დ. დავითაშვილი, ე. გრიგალაშვილი, ი. პაპავა, ზ. ქუცნაშვილი) - თავმჯდომარე (კონგრესი ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1995 წ.).
წევრთა რაოდენობა: 70000-მდე, აქტიური - 10000- ზე მეტი. 10 რეგიონალური (+თბილისის), 59 რაიონული და 6 საქალაქო ორგანიზაცია.
ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირი. გაერთიანებულია 7.000-მდე წევრი. ლიდერი - ზაქრო ქუცნაშვილი.
1995 წ. არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმათა 3,84%. პარლამენტში ჰყავდა 6 მაჟორიტარი წარმომადგენელი.
1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: დემოკრატიული სოციალიზმი; სოციალურ-საბაზრო ეკონომიკა, მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერა, საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება, საშუალო კლასის შექმნა.
1998 წ. პარტია მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს.
პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების კურსს.
მისამართი: თბილისი, ლესელიძის ქ., 41,
ტელ.: 98 33 67; 92 31 85, ფაქსი: 93 27 09; 98 33 67,
E-mail: spg@access.sanet.ge
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |