პა პე პო
პოლ

პოლიტიკური კავშირი „თანადგომა“

პარტიის ლიდერი ირაკლი შენგელია

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება, რეფორმების დაჩქარება, კერძო საკუთრება მიწაზე.

საგარეო პოლიტიკა: საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა: 1994 წ., პირველი რეგისტრაცია – 1995 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: თ. კალანდაძე, გ. ლომი ნაძე, ა. თავართქილაძე, გ. კალანდია, ჯ. წულაია. ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადშიერთხელ)–მთავარიკომიტეტი(ირჩევა 4 წლით – 9 წევრი) – თავმჯდომარე – ირაკლი შენგელია (მთავარი კომიტეტი ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.).

წევრთა რაოდენობა: 6000, აქტიური - 400. 4 რეგიონალური და 16 რაიონული ორგანიზაცია.

ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი „თანადგომა“. დაარსდა ტელ.: 96 45 43, 96 72 87 1994 წ., გამოდის თვეში ერთხელ, ტირაჟი – 2000, ფასი – 30 თეთრი.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 2,16%, პარლამენტში ჰყავდა 3 მაჟორიტარი წარმომადგენელი.

1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება, გაერთიანება ევროპულ სტრუქტურებში.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს. პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრები – ოთარ ფაცაცია, მიხეილ ოსაძე. რწმუნებული – გია ქურდაძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული ეროვნული მეურნეობის განვითარება, დასავლური ორიენტაცია.

მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის ქ., 44, ტელ.: 95 24 06, 96 72 47.

საკონტაქტო პირი: გიორგი ქურდაძე – თანათავმჯდომარე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9