სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

სახალხო დემოკრატიული პარტია (სდპ)

პარტიის ლიდერი გურამ უსტიაშვილი

დევიზი: „კეთილდღეობა ყველასათვის“

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: დემოკრატიული ეკონომიკა, წარმოების და მოხმარების ინტერესთა ჰარმონიული ერთიანობა, საკუთრების ყველა ფორმის და შინაარსის დაშვება კონკურენციულ გარემოში, განათლების და სამედიცინო მომსახურების განხორციელება სადაზღვევო სისტემების საშუალებით, აგრეთვე მკურნალობა განვადებით, გარანტიით, გირაოს ქვეშ, აგრეთვე უფასო მომსახურების სახით.

საგარეო პოლიტიკა: ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მისი განუხრელი დაცვის და სახელმწიფოს ღირსების საფუძველზე. მსოფლიოს დიდ ქვეყნებთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომ მათი საშუალებით და დახმარებით უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის განუწყვეტელი ზრდა და განმტკიცება.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ერთიანი განუყოფელი საქართველო თავისი ავტონომიებით (შესაძლებლად მიგვაჩნია ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში საოლქო ადმინისტრაციების შემოღებაც)

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო (შეზღუდულ საპრეზიდენტო მმართველობასთან ერთად აღმასრულებელი სახელმწიფო საბჭოს შექმნა)

პარტია დაარსდა: 1996 წ., პირველი რეგისტრაცია– 03.09. 1996 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 26.12. 1997 წ.

დაარსების ინიციატორები: გურამ უსტიაშვილი, მანანა უსტიაშვილი, გიორგი უსტიაშვილი, დალი ჯღამაძე, მალხაზ ბარამიძე, რამინ ლომსაძე, მურმან თურნავა, ნინო ჯანაშია.

პარტიას თავდაპირველად ერქვა „თავისუფალ დემოკრატთა კავშირი “.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 5 წელიწადში ერთხელ) - პოლიტიკური საბჭო (ირჩევა 4 წლით – 86 წევრი) – პოლიტიკური საბჭოს პრეზიდიუმი (ირჩევა 4 წლით - 17 წევრი: გურამ უსტიაშვილი – თავმჯდომარე, ნინო ჯანაშია, ნატო გიორგბერიძე, დალი მაძღარაშვილი, მერაბ მიქაუტაძე – თანათავმჯდომარეები, მურმან თურნავა – გენერალური მდივანი, ნაილი ახობაძე – პოლიტიკური მდივანი, თამაზ ბაქრაძე, მალხაზ გელეიშვილი და სხვა – პრეზიდიუმის წევრები) - თავმჯდომარე (ფარული კენჭისყრით ყრილობა ირჩევს 5 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.).

წევრთა რაოდენობა: 48417, აქტიური – თითქმის ყველა.საქართველოს პოლიტიკური პარტიები 8 რეგიონალური და ყველა რაიონში, აჭარაში - რწმუნებული.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: სახალხო დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია. დაარსდა 1998 წ., გაერთიანებულია 9120 წევრი. არ არის იურიდიული პირი. ლიდერი: ზურაბ მუჩიაშვილი. მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზ., 103, ტელ.: 95 97 14.

აქვს ბეჭდვითი ორგანო.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა დისკრიმინაციული კანონის გამო.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან საქართველოს მმართველი ფენა ვერ გამოხატავს სახელმწიფოს ინტერესებს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – მალხაზ ბარამიძე, რწმუნებული - ლია ხომერიკი.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: კეთილდღეობა ყველასათვის. დემოკრატიული ეკონომიკა. სახალხო ინტერნაციონალიზმი. სადაზღვევო სისტემების შექმნა. უმუშევრობის აღმოფხვრა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კომპლექსური მეთოდებით. ქალთა ემანსიპაციის აღმოფხვრა. მოსახლეობის მასობრივი ემიგრაციის აღმოფხვრა. ბიუროკრატიულ-კლანურ-ოჯახური დიქტატურების განეიტრალება. კორუფციის აღმოფხვრა. კრიმინალური წესით დაგროვილი ქონების გამომზეურება და კონფისკაცია. რელიგიური თანაარსებობა. საქართვეოს ეროვნული უშიშროების რეალური დაცვა. 1990 წლიდან დღემდე ჩატარებული ყველა არჩევნების ობიექტური შეფასება, გამყალბებელთა (გამოვლენის შემთხვევაში) უმკაცრესი დასჯა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური გადატ-რიალების მონაწილეთა და თანამონაწილეთა სახით.

მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზ., 103. ტელ.: 94 05 80.

საკონტაქტო პირი: მერაბ მიქაუტაძე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9