გა გე გი გო გუ
გურ

გურამ უსტიაშვილი

ეკონომისტ-ფინანსისტი. დაამთავრა თსუ ეკონომიკის (ფინანსები) ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: პასუხის გაცემა საჭიროდ არ მიაჩნია. 1992-1995 წ.წ. - დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე. 1997 წ. აირჩიეს სახალხო დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა დემოკრატიული პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1992-1994 წ.წ. იყო ფრაქცია „დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, 1994-1995 წ.წ. – ამავე ფრაქციის თავმჯდომარე. 1993-1995 წ.წ. იყო ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა დემოკრატიული პარტიის სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი.
Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9