ნა ნე ნო ნუ
ნოდ

ნოდარ გიორგაძე

დაიბადა 1952 წ. თბილისში, ინჟინერი, იურისტი. დაამთავრა: 1975 წ. - სპისაინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი, აგრეთვე თსუ იურიდიულიფაკულტეტი. 1996 წლიდან არის გაეროს ომების ვეტერანთა მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი, ხოლო 1998 წლიდან - ომების მსხვერპლთა მსოფლიოს ორგანიზაციის პრეზიდენტი. სამუშაო გამოცდილება: 1975-1981 წ.წ. – საქართველოს ალკკ ცკ, ინსტრუქტორი, სექტორის გამგე, განყოფილების გამგე. 1981-1983 წ.წ. – საბურთალოს რაიონის კომიტეტი, მრეწველობის განყოფილების გამგე, 1984-1987 წ.წ. – საბურთალოსშინაგან საქმეთა რაიგანყოფილება,უფროსი. 1989-1990 წ.წ. - საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ის ინსტრუქტორი, კონსულტანტი, ინსპექტორი. 1991-1993 წ.წ. - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 1990 წ. აირჩიეს სრულიად საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების (ავღანელთა) პარტიის (შემდგომში - საქართველოს ვეტერანთა დაცვის პარტიის) თავმჯდომარედ. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით (ბლოკი „თანხმობა, მშვიდობა, აღორძინება“), ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1992წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით (ბლოკი „ერთობა “), გახდა პარლამენტის წევრი. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე,აზა მიქაძედა 2 შვილი.

მისამართი: თბილისი, კრწანისის მე-2 შესახვევი, 3. ტელ.: 23 41 43

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9