სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის პარტია

პარტიის ლიდერი ზურაბ გაგნიძე

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ეროვნული წარმოების განვითარება სამართლიანობისა და თანასწორობის დაცვით. კერძო საკუთრებაზე დამყარებული სახალხო დემოკრატიული ეკონომიკა ეროვნული თვითმყოფადობის პრიორიტეტით.

საგარეო პოლიტიკა: ეროვნული პრინციპების გათვალისწინებით თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებთან. პარალელურად - ზრუნვა ეროვნული საზღვრების და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული (რაიონული დაყოფა).

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: ეროვნული სახალხო თვითმმართველობა (პრინციპით ქვევიდან ზევით).

პარტია დაარსდა - 12.09. 1991 წ., პირველი რეგისტრაცია - 15.01. 1993 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 20.02. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ზურაბ გაგნიძე, მამუკა გელაშვილი ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) - კომიტეტი (ირჩევა 4 წლით - 15 წევრი: ზურაბ გაგნიძე, ბესიკ ჩხეიძე, მამუკა გელაშვილი, ზურაბ ამირიძე, ჯემალ დიასამიძე, ალექსი აროშიძე) - თავმჯდომარე - ზურაბ გაგნიძე (ირჩევა 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.) - სარევიზიო კომისია (მოიწვევა 2 წლით - 5 წევრი). წევრთა რაოდენობა: 5000, აქტიური - 1500. 16 რაიონული ორგანიზაცია.

1992 და 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა, გამოაცხადა ბოიკოტი.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია არავის უჭერდა მხარს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს მისი ანტიეროვნულობისა და ანტიხალხურობის გამო.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები. რწმუნებული - ზურაბ გაგნიძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს გადარჩენა, მისი ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დამკვიდრება, ეროვნული იდეოლოგიის აღდგენა და სახელმწიფო იდეოლოგიად გამოცხადება. კოსმოპოლიტიზმისა და მასონიზმის ლიკვიდაცია. ეროვნული თვითმმართველობის დამკვიდრება. სახალხო მმართველობის დამყარება.

პოლიტპატიმრების განთავისუფლება. საერთოდ ციხეების ლიკვიდაცია და მსჯავრდებულების დასაქმება ისტორიული ძეგლების აღსადგენად. ყველა პიროვნების ყოველგვარი უფლებების დაცვა. ძალოვანი სტრუქტურების დაფუძნება ეროვნულ იდეოლოგიაზე. მოსახლეობის დევნისა და შევიწროვების დასასრული და ეროვნული საზღვრების განმტკიცება (სოციალური და სამხედრო-პოლიციური ასპექტები). პარლამენტის შემცირება 100 დეპუტატამდე. სულ უნდა იყოს პროპორციული. ბიუროკრატიული აპარატის შეკვეცა, პარტიების შემცირება. ხელფასებისა და პენსიების დროული დარიგება. სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდა და გამდიდრება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ., 82 საკონტაქტო პირი: ზურაბ გაგნიძე – თავმჯდომარე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9