დაიბადა 1954 წ., თბილისში, ფიზიკოსი. 1977 წ. დაამთავრა თსუ ფიზიკის ფაკულტეტი. 1979-1982 წ.წ. - ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი. 1982-1984 წ.წ. - კომკავშირის ცკ-ს ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ხოლო 1982-1985 წ.წ. - უცხოეთის განყოფილების ინსტრუქტორი. 1985-1987 წწ. მეცნიერებათა აკადემიის საინფორმაციო ცენტრი, მეცნიერ-თანამშრომელი. 1987- 1992 წწ. საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. იყო საქტელერადიო კომიტეტის პოლიტიკური მიმომხილველი. 1992-1995 წწ. საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილე. არის შავიზღვისპირეთის ქვეყნების მემარცხენე-ცენტრისტული ორგანიზაციების ასამბლეის და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარე.
მისამართი: ბოცვაძის ქ. 14,
ტელ.: 93 91 29
Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0