სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი (სსსკ)

პარტიის ლიდერი არჩილ იოსელიანი

დევიზი: „სამართალი“

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ანტიხალხური, დანაშაულებრივი პრივატიზაციის შედეგების აღმოფხვრა. სახელმწიფო საკუთრების პრიორიტეტის აღდგენა ეკონომიკაში.

საგარეო პოლიტიკა: მეზობელ სახელმწიფოებთან

მშვიდობიანი, მეგობრული თანაარსებობა. ნეიტრალური სახელმწიფოს დამკვიდრება.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური (ფედერალური მოწყობა როგორც საფეხური გარკვეულ ისტორიულ პერიოდში; საბოლოოდ უნიტარული სახელმწიფოს ჩამოყალიბება)

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო პარტია დაარსდა: 1990 წ., პირველი რეგისტრაცია – 1992 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 27.02. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: არჩილ იოსელიანი, დარეჯან იოსელიანი, ალექსანდრე ელბაქიძე, ოთარ ეგაძე, გიგა ლორთქიფანიძე, გივი იორამაშვილი.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – საბჭო (ირჩევა 2 წლით - 9 წევრი: გიორგი ლეკიაშვილი, ნიკოლოზ გიუნაშვილი, ვაჟა ყოჩიაშვილი, ლელი თირიქია, ირაკლი ბრეგვაძე და სხვ.) – თავმჯდომარე – არჩილ იოსელიანი (ირ-ჩევა 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.) – რეგიონალური და რაიონული საბჭოები (ირ-ჩევა 2 წლით, წევრთა რაოდენობა ცვალებადია, რაიონების მიხედვით – თითო-თითო). წევრთა რაოდენობა: 1500, აქტიური - 500.

აქვს რაიონული ორგანიზაციები.

ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი “არსი”. დაარსდა 1997 წ., გამოდის თვეში ერთხელ, ტირაჟი - 2000, ფასი - 50 თეთრი.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმე-ბის 1,86%, პარლამენტში ჰყავდა 2 წარმომადგენელი.

1992 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: დემოკრატიული საფუძვლების გამყარება. სახელმწიფო საკუთრების როლის შენარჩუნება და საბაზრო ურთიერთობების საფუძვლების ჩამოყალიბება.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმე-ბის 1,05%, პარლამენტში არ ჰყავდა წარმომადგენელი.

1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: დანაშაულებრივი პრივატიზაციის შედეგების აღმოფხვრა. სახელმწიფო საკუთრების პრორიტეტის აღდგენა სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში. სახელმწიფო საკუთრება მიწაზე.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ჯუმბერ პატიაშვილს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს კურსის არქო-ნისა და სრული უსუსურობის გამო.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – ნოდარ ფაღავა, რწმუნებული – ირაკლი ბრეგვაძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: დანაშაულებრივი პრივატიზაციის შედეგების აღმოფხვრა. სახელმწიფო საკუთრების პრორიტეტის აღდგენა სოფლის მეურნეობასა და მრეწველობა-ში. სახელმწიფო საკუთრება მიწაზე. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესების წინ წამოწევა. მშვიდობა მეზობელ ქვეყნებთან. უნიტარული სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა ავტონომიის გათვალისწინებით.

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ., 2/2, ბინა 39, ტელ.: 22 41 16.

საკონტაქტო პირი: ირაკლი ბრეგვაძე – პოლიტიკური მდივანი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9