ავ აკ ალ ამ არ აფ
არჩ

არჩილ იოსელიანი

დაიბადა 1951 წ. თბილისში, მათემატიკოსი, მოქანდაკე. დაამთავრა: 1973 წ. - თსუ მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1985 წ. – თსუ საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი. 1977-1980 წ.წ. – მოსკოვის სსრკ ჰიდრომეტცენტრის ასპირანტურა. სამუშაო გამოცდილება: 1973-1977 წ.წ. და 1980-1983 წ.წ. – ა/კ ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, მეცნიერ თანამშრომელი. 1983-1985 წ.წ. – ჩრდილოეთ კავკასიის ნავთობის კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1985-1995 წ.წ. – სპი, ქიმიის ფაკულტეტი, ლაბორატორიის უფროსი. 1989-1990 წ.წ. იყო საქ. სახალხო ფრონტის სამშენებლო განყოფილების უფროსი. 1993-1994 წ.წ. იბრძოდა აფხაზეთში, იყო ბატალიონ “გორდას” და 51-ე ბატალიონის მეთაური. 1990 წ. აირჩიეს საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირის თავმჯდომარედ. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და ბლოკის “დემოკრატიული საართველო” პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირის პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1992-1995 წ.წ. იყო საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი და სოფლის მეურნეობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. 1993-1994 წ.წ. - ფრაქცია „პროგრესის“ თავმჯდომარე, 1995 წ. - ფრაქცია „ბორჯღალის“ თავმჯდომარის მოადგილე. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და პარტიული სიით, ვერ პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ნათელა იოსელიანი (ახალაძე) და 4 შვილი.

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ., 2/2, ბინა 39, ტელ.: 22 41 16.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9