მა მე მი მო
მოქ მოძ

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მშრომელთა საბჭო”

პარტიის ლიდერი ბადრი სისვაძე

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკიდან სოციალისტურ გეგმიურ ეკონომიკაზე გადასვლა. საკუთრების ყველა ფორმების დაშვება. სოციალისტურ განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკის აღორძინება, ახალი სამრეწველო ობიექტების შექმნა.

საგარეო პოლიტიკა: საგარეო პოლიტიკის კარდინალური შეცვლა, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, თავისუფალი, ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. არამც და არამც არ იქნება არც ერთი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი და სატელიტი ქვეყანა.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობა)

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო (საპარლამენტო მშრომელთა საბჭოების სახით)

პარტია დაარსდა: 1999წ. დაარსების ინიციატორები: ბადრი სისვაძე, თამაზ ჯაფოშვილი, თენგიზ თევზაძე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 3-4 წელიწადში ერთხელ) – საბჭო (ირჩევა 3-4 წლით -102 წევრი) – საბჭოს პრეზიდიუმი, საბჭოს სესია (ირჩევა 3-4 წლით -17 წევრი: ბადრი სისვაძე – თავმჯდომარე, თამაზ ჯაფოშვილი, თენგიზ თევზაძე, ტარიელ ჩაფიჩაძე, დავით ცერცვაძე, ბადრი მელაშვილი, ბესიკ ორჯონიკიძე, მარინა გრატაშვილი, ომარ ხატიაშვილი, დავით ჟორჟოლიანი, ტარიელ კბილაშვილი, არველოდი ტუღუში, ვენედი ფერაძე, ვაჟა ბერიანიძე, იუზა კუტივაძე, სულიკო ლაცაბიძე, ლევან ჭინჭარაძე) – თავმჯდომარე (ყრილობა ღია კენჭისყრით ირჩევს 3-4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.). წევრთა რაოდენობა: 5000, აქტიური – 1650.აქვს რეგიონალური და 68 რაიონული ორგანიზაცია.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან იგი ამკვიდრებს სოციალურ უსამართლობას.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული – ნოდარ ბუჩუკური.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ემთხვევა საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის პროგრამას.

მისამართი: თბილისი, ბუდაპეშტის ქ., 6, ტელ.: 38 19 00; 38 19 05.

საკონტაქტო პირი: თამაზ ჯიფოშვილი, თენგიზ თევზაძე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9