ქა
ქარ

ქართველ ნაციონალისტთა ერთობა

პარტიის ლიდერი გაიოზ (გია) მამალაძე

დევიზი: „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“

პოლიტიკური მიმართულება: მესამე გზა (კონსერვატიული რევოლუცია)

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: კონსერვატიზმი, კერძო მფლობელობა ბუნებრივ რესურსებზე (მემკვიდრეობით გადაცემის უფლებით), მიწა, ბუნებრივი რესურსები იმდენად შეიძლება ეკუთვნოდეს ამა თუ იმ პიროვნებას, ერს, რამდენადაც თავად ეკუთვნის მას. კერძო საკუთრება სხვა დანარჩენ ობიექტებზე, გარდა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა. სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტული პოლიტიკა კერძო მესაკუთრეთა და მფლობელთა მიმართ.

საგარეო პოლიტიკა: რეგიონალური უსაფრთხოება. კავკასიური კულტურული ინტეგრაცია.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარიზმი კულტურული ავტონომიებით.

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა 1991 წ., პირველი რეგისტრაცია – 1992 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ. დაარსების ინიციატორები: კონსტანტინე ჭიჭინაძე, გაიოზ (გია) მამალაძე.

პარტია სამართალმემკვიდრეა „ქართული რენესანსის“ კავშირისა. ასევე ქართული ემიგრანტული ნაციონალისტური მოძრაობის „თეთრი გიორგის” იდეური მემკვიდრე. დღევანდელ ქართველ ნაციონალისტთა ერთობას საფუძვლად დაედო ქართული რენესანსის კავშირისა და ქართველ ნაციონალისტთა ერთობას შორის შექმნილი გაერთიანება „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა – ეროვნული ფრონტი”.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – გამგეობა (ირჩევა 4 წლით -7 წევრი: გაიოზ (გია) მამალაძე -მეთაური, კონსტანტინე ჭიჭინაძე -მოადგილე, ზურაბ ჩიჩუა, ბესარიონ ბოჭორიშვილი, კახაბერ ტიკარაძე, ლევან გიორგაძე, ჯუმბერ თადიაშვილი) -მეთაური (ირჩევა 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.)

წევრთა რაოდენობა: 3000, აქტიური – 33. 7 რეგიონალური და 61 რაიონური ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: ახალგაზრდა ნაციონალისტთა ერთობა, დაარსდა 1997 წ., გაერთიანებულია 360 წევრი, არ არის იურიდიული პირი, ლიდერი – დავით კვირიკაძე. მისამართი: დ/მ 2/14, 2/39, ტელ.: 96 39 98, E-mail: gaioz@hotmail.com, ინტერნეტის გვერდის მისამართი:

www.geocitiez.com/Capitolhill/Congress/3397.

ბეჭდვითი ორგანო: „ნაციონალისტი”, დაარსდა 1993 წ., გამოდის არაპერიოდულად, ტირაჟი -1000-2000, უფასო..

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „XXI საუკუნე – კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოება – ერთიანი საქართველო”, მიიღო ხმების 4,28% (გაუყალბებლად მიიღებდა 18%-ს), პარლამენტში არ ჰყავდა წარმომადგენელი.

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ზვიად გამსახურდიას. 1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს არავის უჭერდა.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს ანტინაციონალური და ანტისახალხო პოლიტიკის გამო.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – თამაზ თხელიძე, რწმუნებული – ზურაბ ჩიჩუა.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: 1. ეროვნული სოციალიზმი და ეროვნული ელიტარიზმი, 2. ეროვნული უსაფრთხოება -ეროვნული სოციალიზმისა და ეროვნული ელიტარიზმის მაკონცენტრირებელი ძალა, 3. ეროვნული უსაფრთხოება – იბერიულ-კავკასიური ნაციონალური კონსოლიდაცია, 4. ეროვნული უსაფრთხოება – ჯანსაღი საზოგადოებრივი ნორმებისა და ცხოვრების წესის კულტივირება, 5. ეროვნული უსაფრთხოება – გეოეთნიურ ფონდზე ზრუნვა, 6. ეროვნული უსაფრთხოების გარანტიები -სახელმწიფო უსაფრთხოების მექანიზმები, 7. სოციალური კეთილდღეობა – დემოსის მმართველობა, 8. სოციალური განვითარება – დამგეგმარებელი ელიტა, 9. საშინაო პოლიტიკის სახალხოობა – საგარეო პოლიტიკის გლობალიზმი, 10. ადათიენა-თანამედროვე კულტურა, 11. კორპორატივიზმი – კერძო მესაკუთრეობის ხელშეწყობა-მილიტარიზმი.

მისამართი: დ/მ 2/14, 2/39, ტელ.: 96 39 98,

E-mail: gaioz@hotmail.com,

ინტერნეტის გვერდის მისამართი:

www.geocitiez.com/Capitolhill/Congress/3397. საკონტაქტო პირი: ზურაბ ჩაჩუა -კადრების უფროსი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9