გა გე გი გო გუ
გაი

გაიოზ (გია) მამალაძე

დაიბადა 1964 წ. თბილისში, პოლიტიკოსი. გაიარა 5 კურსი, მაგრამ არ დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი, ასევე გაიარა 2 კურსი, მაგრამ არ დაამთავრა თსუ ხელოვნებათმცოდნეობის მეორადი ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1983-1984 წწ. - თბილისის წიგნის ფაბრიკა, მუშა. 1989 წ. - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 9 აპრილის გარემოებათა გამომკვლევი კომისიის სტუდენტ-ახალგაზრდობის ქვეკომისიის თავმჯდომარე. 1991-1992 წწ. - დიდუბის რაიონის საკრებულოს წევრი. 1991-1992 წ.წ. იყო „ქართული რენესანსის” კავშირის თავმჯდომარე, 1992 წლიდან „ქართული რენესანსის” კავშირის ნაციონალისტთა ერთობასთან შეერთების შემდეგ არის ქართველ ნაციონალისტთა ერთობის მეთაური. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ნატო გიორგაძე-მამალაძისა.

მისამართი: თბილისი, დიღმის მასივი, მე-2 კვ., 14-ე კორპ., ბ. 39

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9