პა პე პო
პოლ

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს გული - XXI“

პარტიის ლიდერი თამაზ კერძევაძე

პოლიტიკური მიმართულება: ქართული ნაციონალიზმი

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკა.

საგარეო პოლიტიკა: ნეიტრალური სახელმწიფო.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა 1995 წ., პირველი რეგისტრაცია – 1995 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: თამაზ კერძევაძე, თამაზ კაპანაძე, ირაკლი მირზიაშვილი, ნიკა მამულაშვილი, მიხეილ ჯოხაძე, კობა თოფურია.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – მთავარი საბჭო (ირჩევა 2 წლით - 5 წევრი: თამაზ კერვალიძე – გენერალური მდივანი, თამაზ კაპანაძე, ირაკლი მირზიაშვილი) - გენერალური მდივანი (ფარული კენჭისყრით ირჩევენ 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.) რეგიონალური საბჭო (ირჩევა 2 წლით – 5 წევრი).

წევრთა რაოდენობა: 1600, აქტიური - 200. 4 რეგიონალური და 10 რაიონული ორგანიზაცია

ახალგაზრდული ორგანიზაცია: „საქართველოს გული - XXI“ ახალგაზრდული ორგანიზაცია. დაარსდა 1996 წ.. გაერთიანებულია 150 წევრი. არ არის იურიდიული პირი. ლიდერი: ზურაბ კერძევაძე.

მისამართი: თბილისი, დელისის ქ., 33ა. ტელ.: 39 56 68. E-mail: zu_ge@hotmail.com, zu_ge@yahoo.com

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „XXI საუკუნე კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოება – კოალიცია ერთიანი საქართველო“, მიიღო ხმათა 4,7%, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა.

1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ერთიანი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო, მოსახლეობის ეკონომიური და სოციალური კეთილდღეობა, უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანა ქვეყნის ტერიტორიიდან.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს არავის უჭერდა.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს არასწორი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის გამო.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული – ზურაბ კერძევაძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ეროვნულ პოზიციებზე მტკიცედ მდგომი, პატიოსანი, ჭკვიანი, თავდადებული, საქმის მცოდნე ადამიანები. საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული, უნიტარული სახელმწიფო. საქართველოს ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს მოსახლეობის ეკონომიური და სოციალური კეთილდღეობის ამაღლება. პენსიონერთათვის, მარტოხელა დედებისათვის, სამხედრო და შრომითი ინვალიდთათვის და სხვა სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის გარანტირებული საარსებო პირობების შექმნა. განათლების სისტემა და მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ქვეყანაში დაუყოვნებლივ უნდა დამყარდეს მართლწესრიგი. ქვეყანა უნდა იმართებოდეს მხოლოდ კანონებით, რომელიც ყველასათვის ერთი იქნება. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა გაეროს 1948 წ. დეკლარაციაზე დაყრდნობით. ხელისუფლების გადაუდებელი საზრუნავი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დაცვა.

მისამართი: თბილისი, დელისის ქ., 33ა. ტელ.: 39 56 68. E-mail: zu_ge@hotmail.com, zu_ge@yahoo.com

საკონტაქტო პირი: თამაზ კერძევაძე - გენერალური მდივანი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9