სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება პარტია „სამშობლო“

პარტიის ლიდერი ომარ ცხვარაძე

დევიზი: „საქართველოს სულიერი ამაღლება მოახდენს მის გაერთიანებას და ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილის გადარჩენას“

პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ჩვენი პარტიის პროგრამა ითვალისწინებს განვლილი ყველა წყობილებიდან გამომდინარე ყველაზე საუკეთესოს მშრომელი მასებისათვის და მთლიანად საქართველოსათვის, ქართულ-ეროვნულ ტრადიციებზე დაყრდნობით. ნაწილი კაპიტალიზმიდან, ნაწილი ფეოდალიზმიდან და ა. შ.

საგარეო პოლიტიკა: ყოველი სადაო საკითხების მშვიდობიანი გზით მოლაპარაკებების საფუძველზე ურთიერთთანხმობა. გამოირიცხება ყოველგვარი ძალადობა.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული- სამხარეო (უნიტარული უნდა იყოს აუცილებლად, ერთმმართველური. 7 მხარე, ანუ 7 ქიმი ჩვენი ვარ სკვლავის აფხაზეთი, აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქართლი, კახეთი)

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო (პრეზიდენტი აუცილებლად, მაგრამ მის საპირისპიროდ უნდა იყოს მოქმედი პარლამენტი, რომელიც კონტროლს გაუწევს მის ყოველგვარ მოქმედებას და მიიღებს სათანადო კანონებს მოსახლეობის და სახელმწიფოს საკეთილდღეოდ)

პარტია დაარსდა 1989 წ., პირველი რეგისტრაცია – 1995 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: მიხეილ ღოღობერიძე, ბერდო გოიშვილი, კობა არაბული, ლევან ფრუიძე, თენგიზ ჩხეიძე და სხვ.

1995 წლამდე პარტიას ეწოდებოდა „მამულის აღორძინება“.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – გამგეობა (ირჩევა 2 წლით - 19 წევრი: ომარ ცხვარაძე - თავმჯდომარე, თენგიზ ჩხეიძე - პირველი მოადგილე, გერმან ბეგიაშვილი - სპიკერი) – თავმჯდომარე (ირჩევს უმრავლესობა, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.)

წევრთა რაოდენობა: 1355, აქტიური – 50. რეგიონალური (ჩამოყალიბების სტადიაში) და 10 რაიონური ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: პარტია „სამშობლოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია. დაარსდა 1999 წ., გაერთიანებულია 70 წევრი, არ არის იურიდიული პირი, ლიდერი – ზურაბ სამხა-რაძე. მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი, III მ/რ, I კვარტ., VII კორპ., ბ. 21.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმათა 1,2%, პარლამენტში არ ჰყავდა წარმომადგენელი.

1990 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: საქართველოს დამოუკიდებლობა.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 3%, პარლამენტში ჰყავდა 1 წარმომადგენელი.

1992 წ. არჩევნებში საპროგრამო პრიორიტეტები: საქართველოს აბსოლუტური დამოუკიდებლობა, რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოდან.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 1,2%, პარლამენტში არ ჰყავდა წარმომადგენელი.

1992 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო ეკონომიურად.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „სოციალ-დემოკრატიული ლიგა”.

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ზვიად გამსახურდიას. 1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს.

პარტია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს საგარეო პოლიტიკაში მთლიანად ეთანხმება, საშინაო პოლიტიკაში ეწინააღმდეგება იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის სოციალური დონის ამაღლების საკითხში არცერთი პრობლემა არ იქნა მოგვარებული, პირიქით, თანდათან ეცემა მოსახლეობის ცხოვრების დონე.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – ვლადიმერ ბალუაშვილი, რწმუნებული – ბლოკის რწმუნებული.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: პარტია „სამშობლოს” მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულია ბლოკში „XXI საუკუნე”, გააჩნია საკუთარი შეხედულებები საქართველოს სახელმწიფოს განვითარების საქმეში. კერძოდ: მიგვაჩნია რომ ათასწლეულის ბოლოს როგორც ეს ხდებოდა განვლილი ათასწლეულების დროს, ხდება სახელმწიფოების, ერების, მოსახლეობის ცდუნება და განწმენდა, რადგან დედამიწაზე ცხოვრობს ექვსი მილიარდი ადამიანი და თუ ეს გამრავლების პროცესი გაგრძელდა, მაშინ 25 წელში დედამიწაზე იქნება 20 მილიარდი ადამიანი, რასაც ვერ გამოკვებავს დედამიწაზე მოსული სურსათი. ამდენად ჩვენთვის ცნობილია (ბიბლიიდან), რომ დაახლოებით გადარჩება დედამიწაზე 1/3 მესამე ათსწლეულის დასაწყისისათვის, ამიტომ ჩვენი დევიზია საქართველოს მოსახლეობას გავაცნოთ მოსალოდნელი ღვთიური თუ ბუნებრივი პროცესები, რომ მათ ირწმუნონ და ამაღლდეს მათი რწმენა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანები გადარჩეს საქართველოში ანუ განწმენდის პროცესმა ჩაიაროს შედარებით უმტკივნეულოდ.

მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი, III მ/რ, I კვარტ., VII კორპ., ბ. 21, ტელ.: 32 13 34 საკონტაქტო პირი: ომარ ცხვარაძე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9