და დე
დავ

დავით აღმაშენებლის პარტია (დაპ)

პარტიის ლიდერი როინ ლიპარტელიანი

დევიზი: „ბედნიერება ყველა ადამიანს“

პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: პარტია მხარს უჭერს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას კონვერგენციის გზით. საგარეო პოლიტიკა: ჩვენ ვხელმძღვანელობთ საგარეო პოლიტიკაში დიდი დ. აღმაშენებლის პოლიტიკით, რომელიც გამოიხატება ყველა ქვეყნის მიმართ ნეიტრალურ დამოკიდებულებაში, ე.ი. ჩვენ ვართ პროქართული ორიენტაციის. ყველასთან ვმეგობრობთ, რომლებიც საქართველოსთან მეგობრობენ და უყვართ.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: კონსტიტუციური მონარქია

პარტია დაარსდა 19.08. 1996 წ., პირველი რეგისტრაცია -1996 წ. ოქტომბერი, ხელახალი რეგისტრაცია -1998 წ. თებერვალი.

დაარსების ინიციატორები: როინ ლიპარტელიანი, ვახტანგ ბერიძე, ვაჟა მაღლაკელიძე, გიორგი ჭანკოტაძე, ნინო აბუაშვილი, დავით მენაღარიშვილი, ოთარ გამყრელიძე, ნანა ბაღაშვილი, დავით გვიანიძე, თემურ გოგიტიძე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – დარბაზი (ირჩევა 4 წლით - 21 წევრი: როინ ლიპარტელიანი - თამჯდომარე, ვახტანგ ბერიძე - მოადგილე, დავით მენაღარიშვილი - მოადგილე, ნანა ბაღაშვილი, ნინო აბუაშვილი, ლია მალხაზიშვილი) – თავმჯდომარე (ყრილობა ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1996 წ.).

წევრთა რაოდენობა: 17000, აქტიური - 4000. 12 რეგიონალური და 85 რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: დ. აღმაშენებლის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია. დაარსდა 23.11. 1996 წ. გაერთიანებულია 1500 წევრი. არ არის იურიდიული პირი. ლიდერი: რაისა ლიპარტელიანი. მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ., 41, ოთახი 347. ტელ.: 39 68 99.

ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი „დავით აღმაშენებელი”

დაარსდა 21.12. 1996 წ.; ჟურნალი „დავით აღმაშენებელი”. ჯერ არ არის გამოცემული.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „საქართველო - მერაბ კოსტავას საზოგადოება“.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული - როინ ლიპარტელიანი.

მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ., 41, ტელ.: 33 53 26. საკონტაქტო პირები: ნანი ბაღაშვილი, ვახტანგ ბერიძე - თავმჯდომარის მოადგილეები.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9