სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს დემოკრატიული ცენტრი (დც)

დევიზი: „ისწრაფე აკეთო სიკეთე“

პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ადგილობრივი ეკონომიკის აღორძინება უცხოური ინვესტიციების მოზიდვით. რეალური პრივატიზაციების ჩატარება. ეკონომიკური კანონების დაფუძნება. კერძო საკუთრების აღიარება. უცხოელთა და ადგილობრივი ინვესტიციების დაცვა. მრეწველობაში მცირე მრეწველობების გამოყოფა საქართველოსთვის პრიორიტეტებისათვის.

საგარეო პოლიტიკა: ნეიტრალიტეტი. პრიორიტეტები მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლური, მისწრაფება ევროკავშირისაკენ, ინტეგრაცია ევროპაში.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული (რეგიონალური ასიმეტრია, აჭარის, აფხაზეთისა და ოსეთის ავტონომიების სხვადასხვა ფორმით)

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო (პრემიერ მინისტრი საჭირო არ არის. პრეზიდენტის გუნდი იგივე მინისტრების გუნდია)

პარტია დაარსდა: 1967 წ., პირველი რეგისტრაცია – 1996 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1997 წ.

დაარსების ინიციატორები: გვარების დასახელებისაგან თავი შეიკავეს.

ორგანიზაციული სტრუქტურა: კრება (მოიწვევა წელიწადში ერთხელ) – საბჭო (ირჩევა 2 წლით -17 წევრი: ზ. მურვანიძე – თავმჯდომარე, თ. წილოსანი, გ. რამიშვილი – მოადგილეები, ი. ნინუა -მდივანი) – თავმჯდომარე -ზ. მურვანიძე (ფარული კენჭისყრით ირჩევა 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.) – გაფართოებული საბჭო (შედიან ადგილობრივი საბჭოებიც, 27 წევრი).

წევრთა რაოდენობა: 1000-ზე მეტი, აქტიური -100-150. 10 რეგიონალური ორგანიზაცია და რაიონული ორგანიზაციები.

ბეჭდვითი ორგანო: „სიტყვა”. დაარსდა 1997 წ., ჩამოყალიბების სტადიაშია, ტირაჟი -499, ფასი -10 თეთრი.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში კონსტიტუციურ-დემოკრატიულ პარტიასთან, მიიღო ხმების 1%, პარლამენტში ჰყავდა 1 წარმომადგენელი ბლოკიდან საკომპენსაციო სიით.

1992 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს კონსტიტუციის შექმნა, სწორი პრივატიზაციის განხორციელება.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „ეკონომიკური აღორძინება - „ყვითლები“, მიიღო ხმების 1%, პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდა.

1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს კონსტიტუციის შექმნა, სწორი პრივატიზაციის განხორციელება.

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს არავის უჭერდა.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია აცხადებდა ნეიტრალიტეტს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან პოლიტიკური კურსი არ არსებობს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები. 1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: შესრულებადი კანონების შექმნა. პარტიას აქვს გამზადებული კანონპროექტები მეწარმეობის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური საკითხების, ჯარის, დედათა და ბავშვთა დაცვის, თავდაცვის შესახებ.

მისამართი: თბილისი, ამბროლაურის ქ., 6, ბინა 33. ტელ.: 39 65 18; 37 54 20.

საკონტაქტო პირები: ზ. მურვანიძე, თ. წილოსანი, გ. რამიშვილი, ი. ნინუა.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9