ქა
ქარ

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი (ქტკ)

პარტიის ლიდერი აკაკი ასათიანი

დევიზი: „საქართველო უწინარეს ყოვლისა“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: 1. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრება 2. კერძო სა-კუთრება 3. წვრილი და საშუალო ბიზნესისათვის ხელის შეწყობა 4. თანაბარი სასტარ-ტო პირობების უზრუნველყოფა კერძო ბიზნესისათვის 5. ინვესტიციების მოზიდვა 6. სა-ერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის განმტკიცება 7. საგადასახადო სისტემის უნიფიცირება, გადასახადთა შემცირება და ამოღების უზრუნველ-ყოფა 8. ამ მიზნით – საგადასახადო სისტემის სტრატეგიული ცვლილება.

საგარეო პოლიტიკა: 1. მეგობრული ურთიერთობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან (მათთან შესაბამის ხელშეკრულებათა გაფორმება) 2. ევრო-ატლანტიკურ კავშირთან ურთიერთობა 3. ჩრდილოეთ ატლანტიკურ სამხედრო ბლოკთან განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარება 4. ურთიერთობა ევროკავშირთან და მასში გაწევრიანებისათვის ყველა პირობის დაკმაყოფილება 5. ახალ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში საკუთარი ადგილის გამოძებნა საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო (მიგვაჩნია, რომ დღეს შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის სამხარეო მოწყობას ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოს ტერი-ტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ კი შეიძლება ვილაპარაკოთ ტერიტორიული მოწყობის ასიმეტრიულ პრინციპზე (ასიმეტრიულ ფედერალიზმზე))

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: ჩვენი მიზანია საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან კონსტიტუ-ციურ მონარქიაზე გეგმაზომიერი, თანდათანობითი და მოფიქრებული გადასვლა. - პარტია დაარსდა: 1990 წ., პირველი რეგისტრაცია – 1990 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი დაარსდა 1942 წ. ემიგრაციაში. დაარსების ინიციატორები – ცნობილი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტები: სპ. კედია, ზ. ავალიშვილი, გრ. რობაქიძე და სხვ. 1990 წ. კავშირის აღდგენის ინიციატორები: აკ. ასათიანი, გ. კორძაძე, ლ. ახმეტელი და სხვ.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) - პოლიტიკური საბჭო (ირჩევა 2 წლით - 100 წევრი) – სამდივნო (ირჩევა 2 წლით - 7 წევრი: აკაკი ასათიანი – თავმჯდომარე, გუბაზ სანიკიძე - თავმჯდომარის მოადგილე, გაიოზ კორძაძე - გენერალური მდივანი, გურამ ხომერიკი – აღმასრულებელი მდივანი, ნიკოლოზ სანებლიძე - პოლიტიკური მდივანი, ალექსანდრე შალამბერიძე – საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე, ბეჟან ხურციძე – იმერეთის საარჩევნო კამპანიის მეთაური) – თავმჯდომარე (ირჩევენ 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.)

წევრთა რაოდენობა: რამდენიმე ათასი, აქტიური - 2000-მდე. 3 რეგიონალური და 30-ზე მეტი რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: ახალგაზრდა ტრადიციონალისტთა კავშირი. დაარსდა 1995 წ., არის იურიდიული პირი. ლიდერი – გიორგი შარაბიძე. მისამართი: თბილისი, ვირსალაძის ქ., 10, ტელ.: 98 39 99. ბეჭდვითი ორგანო: „ქართველი ერი “, დაარსდა 1990წ., გამოდის თვეში 3-ჯერ, ტირაჟი – 500.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო “, მიიღო ხმების 62%, პარლამენტში პარტიიდან ჰყავდა 15 წარ-მომადგენელი – პარტიული სიით, 7 – მაჟორიტარი.

1990 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს დამოუკიდებლობა. საბჭოთა მმართველო-ბის სისტემის ევოლუციური შეცვლა.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმე-ბის 6%, პარლამენტში ჰყავდა 7 წარმომადგენელი– პარტიული სიით, 1 – მაჟორიტარი. 1992 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება. ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ეკონომიკური რეფორმა. ეროვნული ვალუტის შემოღება.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, პარლამენტში ჰყავდა 4 მაჟორიტარი წარმომადგენელი.

1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: 1. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა 2. ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის ჩამოყალიბება 3. ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის დაწყება და დამთავრება.

1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად.

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ზვიად გამსახურდიას. 1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს არავის უჭერდა.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს შემდეგი მიზეზებით: 1. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უუნარობა 2. ეკონომიკური რეფორმის შეჩერება 3. ტერიტორიული მოწყობის გაურკვევლობა 4. არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – გერმანე ფაცაცია.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ა) ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა. აფხაზეთის პრობლემის მოგვარება აფხაზურ მხარესთან უშუალო მოლაპარაკების გზით ურ-თიერთდათმობების საფუძველზე, საერთაშორისო ორგანიზაციების გარანტიებით. რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანა. რუსეთის სამხედრო ბაზების ლიკვიდაცია. ცხინვალის პრობ-ლემის მოგვარება მოლაპარაკების გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტირებით. ბ) 1. მიწის რეფორმა: მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწების უსასყიდლოდ გადაცემა (ყველა მოქალაქის საკუთრებაში უნდა გადავიდეს სასოფლო-სამე-ურნეო მიწების ნახევარი მაინც. შემდგომ ეტაპზე უნდა მოხდეს მიწის მეორადი ბაზრის შექმნა. მიწის მესაკუთრე შეიძლება იყოს აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი. ეს დააინტერესებს უცხოურ კაპიტალს და ხელს შეუწყობს სახსრების მოზიდვას, განავითარებს სასოფლო-საკრედიტო სისტემას. 2. საგადასახადო რეფორმა. გუ-ლისხმობს გადასახადის განაკვეთების შემცირებას. მიგვაჩნია, რომ გადასახადების განაკვეთების შემცირება ეკონომიკის სწრაფი განვითარების უმთავრესი პირობაა. ჩვენ არ ვართ პროტექციონიზმის მომხრე. საბაჟო გადასახადიდან ამოღებული სახსრები უნდა მოხ-მარდეს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. უნდა შეიქმნას ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ამკრეფი და მაკონტროლებელი ორგანოები, ცენტრალური ხაზინა და საგადასახადო ინსპექცია. საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 1/4 უნდა მოხვდეს ადგილობრივ ბიუჯეტში. სხვა გადასახადები (საკუთრების, მიწის და სხვ.) მთლიანად ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა მოხვდეს. სოციალურ სფეროში აუცილებელია სამუშაო საკონტრაქტო ბაზის შექმნა. უნდა ჩამოყალიბდეს ორი ტიპის – მუდმივი და დროებითი საკონტრაქტო ბაზა, პრიორიტეტი პირველს უნდა მიენიჭოს. უნდა გათვალისწინებულ იქნეს სოციალური დაზღვევა, რომელიც დამქირავებელმა თავის თავზე უნდა აიღოს. უნდა გატარდეს საპენსიო რეფორმა, რომლის შედეგად მოქალაქე თვითონ შეიქმნის საპენსიო ფონდს და თავად განსაზღვრავს პენსიის ოდენობას. გ) ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა უნდა ემყარებოდეს სამხარეო პრინციპს. აფხაზეთის პრობლემის მოგვარების შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ ფედერალიზმზეც (თუნდაც ასიმეტრიულზე).

მისამართი: თბილისი, ვირსალაძის ქ., 10, ტელ.: 98 39 55, ფაქსი: 98 79 59.

საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ სანებლიძე – პოლიტიკური მდივანი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9