დაიბადა 1953 წ. დუშეთის რ-ნის სოფ. დოლისქედში, პოლიტეკონომისტი. დაამთავრა თსუ ეკონომიკის ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1982-1986 წ.წ. – სპი პოლიტეკონომიის კათედრა, მასწავლებელი. 1986-1989 წ.წ. - ეკონომიკის მართვისა და დაგეგმვის კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ მუშაკი, სექტორის გამგე. 1998 წ. აირჩიეს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ს პირველ მდივნად. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და პოლიტიკური ორგანიზაცია „სტალინის“ პარტიული სიით (არჩევნების წინა დღეს უკანონოდ მოიხსნა არჩევნებიდან). 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და “საქართველოს მშრომელთა სოციალისტური პარტიის” პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და საქართველოს კომპარტიის პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ასია წიკლაური და 2 შვილი.
მისამართი: თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქ., 16/26, ტელ.: 53 25 17