სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს მთიელთა პოლიტიკური ლიგა (სმპლ)

პარტიის ლიდერი გელა ფიცხელაური

დევიზი: „ეროვნული ერთიანობა“

პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული

პარტიის საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ეროვნული მრეწველობის განვითარება კუთარ აგრარულ სანედლეულო ბაზაზე. საგარეო პოლიტიკა: საქართველოს სახელმწიფო იტრალიტეტის მიღწევა და თანასწორუფლებიანი ურთიერთობა.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო

პარტია დაარსდა 1988 წ., პირველი რეგისტრაცია - 1990 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ს. გოგოჭური, პ. ფირანიშვილი. პარტია არის საქართველოს მთიელთა პოლიტიკური კავშირის სამართალმემკვიდრე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) - გამგეობა (ირჩევა 4 წლით - 11 წევრი: გელა ფიცხელაური - თავმჯდომარე, ვიქტორ ზვიადაური, ეთერ ნაზღაიძე, სულხან იაშვილი, ლეილა დაუშვილი, თამაზ წიკლაური, ჯემალ ჯაღიაშვილი, გიორგი ხახიაური, დარეჯან ქარსელაძე, ვაჟა აფციაური, ლაშა გუგეშაშვილი) – თავმჯდომარე (გამგეობა ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.).

წევრთა რაოდენობა: 5000, აქტიური - 1500. 30 რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს მთიელთა ახალგაზრდული ლიგა, დაარსდა 1990 წ., გაერთიანებულია 600 წევრი, არ არის იურიდიული პირი. ლიდერი: ლაშა გუგეშაშვილი. მისამართი: თბილისი, ბალანჩივაძის ქ., 5 1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ეროვნული ერთიანობის პარტიასთან ერთად. არჩევნებიდან მოიხსნა დაუსაბუთებლად.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში ეროვნული ერთიანობის პარტიასთან, მიიღო ხმების 2%. პარლამენტში ჰყავდა 1 წარმომადგენელი ბლოკიდან.

1992 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საბაზრო ეკონომიკის ფორმირება, სამართლიანი სახელმწიფოს შექმნა. მოსახლეობის სოციალური დაცვა.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისარჩევნებში პარტია მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად, არჩევნებიდან მოიხსნა დაუსაბუთებლად.

1991 წ. და 1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია არ უჭერდა მხარს არცერთ კანდიდატს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი - ალექსანდრე ჯიბლაძე, რწმუნებული - ნათია ნინიაშვილი.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: სამართლიანი სახელმწიფოს შექმნა. საბაზრო ეკონომიკის იდეოლოგიის დამკვიდრება. მოსახლეობის სოციალური დაცვის გაზრდა. ეროვნული ერთიანობისა და სოციალური თანასწორუფლებიანობის განხორციელება.

მისამართი: თბილისი, ბალანჩივაძის ქ., 5, ტელ.: 79 97 06

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9