სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია (სქკპ)

პარტიის ლიდერი შოთა მალაშხია

დევიზი: „როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა.“

საპროგრამო პრიორიტეტები: პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე

ეკონომიკა: პარტია იზიარებს დასავლეთის მემარჯვენე მიმართულების პარტიათა ზოგად ეკონომიკურ პრინციპებს. სქკპ-ს გადაუდებლად და აუცილებლად მიაჩნია მოსახლეობის საშუალო ფენაზე ორიენტირებული ერთიანი ფისკალური პოლიტიკის გამომუშავება და განხორციელება.

საგარეო პოლიტიკა: საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს ღერძული ტიპის სახელმწიფოდ და მან უნდა შეასრულოს წარმმართველი როლი კავკასიის რეგიონში, რომელიც თანდათან უნდა გარდაიქმნას ევროკავშირის მსგავს გაერთიანებად (საერთო სავალუტო და თავდაცვის სისტემით). სქკპ-ს გადაუდებელ საკითხად მიაჩნია რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გატანის პრინციპული გადაწყვეტა.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული (სქკპ-ს კონფედერალურ-ფედერალურ მოწყობაზე საუბარი გამართლებულად მიაჩნია არა საქართველოს ფარგლებში, არამედ კავკასიის რეგიონის, „კავკასიური სახლის“ სუბიექტებს შორის).

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო (სქკპ-ს საუკეთესო მოდელად მიაჩნია საპრეზიდენტო-საპარლამენტო (ე.წ. „ფრანგული“) მოდელი).

პარტია დაარსდა: 17.10. 1997 წ., პირველი რეგისტრაცია -21.11. 1997 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 23.01. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: შოთა მალაშხია, ბორის ბერულავა, თენგიზ კიკაჩეიშვილი, ბორის მუსერიძე.

პარტია ჩამოყალიბდა ათამდე ორგანიზაციის გამაერთიანებელი მოძრაობის - „ეროვნული ხსნის მოძრაობა - წინააღმდეგობის ფრონტის“ ბაზაზე, რომელიც 1992 წელს შეიქმნა და ერთი წლის მანძილზე წარმართავდა საქართველოში ჩატარებულ თითქმის ყველა მრავალრიცხოვან, სახალხო მშვიდობიან აქციას, რითაც აქტიურად გამოხატავდა პროტესტს იმ დროს გაბატონებული განუკითხაობისა და საქართველოს ერთიანობისათვის დამღუპველი პოლიტიკის მიმართ.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 3 წელიწადში ერთხელ) - კომიტეტი (ირჩევა 3 წლით - 7 წევრი: შოთა მალაშხია - პარტიის თავმჯდომარე, ბორის ბერულავა - ორგანიზაციული სექტორის ხელმძღვანელი, დოდო ნაფეტვარიძე - საზოგადოებრივ-სოციალური სექტორი, გიორგი გორაძე - იურისტ-ექსპერტი, გიგა ქვარცხავა - ეკონომიკური სექტორი, ლადო სულაბერიძე - პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის სექტორი, ავთანდილ ბესელია - პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი) – თავმჯდომარე (ყრილობა ირჩევს 3 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.) - პარტიის კონფერენცია, საკოორდინაციო საბჭო (ირჩევა 3 წლით - 20-25 წევრი) - საფინანსო-საკონტროლო ჯგუფი (ირჩევა 3 წლით - 3 წევრი). აქტიური - 450. წევრთა რაოდენობა: 1700, 7 რეგიონალური და 20 რაიონული ორგანიზაცია.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტია არ მონაწილეობდა. პრინციპულად მიაჩნდათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ჩატარება და მასში მონაწილეობა, როცა კონსტიტუციაში ფაქტობრივად

არაფერია ნათქვამი ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ, გაუმართლებელი და ფუჭი საქმიანობაა.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან პოლიტიკური კურსი იმდენად გამოუკვეთავი, უნიათო და ამორფულია, რომ სინამდვილეში მას არც შეიძლება ეწოდოს „პოლიტიკური კურსი”. დეკლარირებული ევროდასავლური ორიენტაცია, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ. რეალურად რიტორიკასარ გასცილებია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული - ჯუმბერ ბლიაძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: 1. რეალური მექანიზმის შექმნა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად (უპირველესად, სამართლებრივი ბაზის მომზადება). 2. კორუფციის კატასტროფული გავრცელების რეალური მიზეზების ანალიზი და მათი აღმოფხვრის გზების, კონკრეტული ღონისძიებების დასახვა. 3. მოსახლეობის საშუალო ფენზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკის გამომუშავება. 4. საქართველოს პოლიტიკური სპექტრის (უპირველესად, პარტიათა მმართველი სტრუქტურების) ლუსტრაციის მიღწევა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტის დაცვას უცხოეთის სპეცსამსახურებზე მომუშავე პირთაგან. 5. ხელსაყრელი საგარეო ვითარების გამოყენება საქართველოს ღერძულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის. 6. რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნაარყოფნის საკითხის პრინციპულად დასმა.

მისამართი: თბილისი, ქობულეთის ქ., 36, ტელ.: 22 20 94.

საკონტაქტო პირი: მირანდა ქორიძე - სქკპ-ს პრეს-მდივანი, ავთო ბესელია - პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9