სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

სახალხო-დემოკრატიული კავშირი - ქრისტიან-დემოკრატები (სდკ-ქდ)

პარტიის ლიდერი ნესტან კირთაძე

დევიზი: „სამშობლო, რწმენა, თავისუფლება“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: სოციალური წონასწორობა, რეალურად საშუალო ფენის ჩამოყალიბებისთვის ზრუნვა. კერძო საკუთრება, როგორც პიროვნების თავისუფლების საფუძველი. ქვეყნის საშინაო ბაზრის დაცვა. მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პრიორიტეტების განსაზღვრა და სახელმწიფო პროტექციონიზმის პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერება-აღორძინებისათვის.

საგარეო პოლიტიკა: ევროდასავლური კურსი. თანდათანობითი სვლა ევროკავშირისაკენ. ინტეგრაციისა და ჰარმონიზაციის პროცესის დასაწყისი ევროდასავლეთთან ქვეყნის მიმართულების ყველა სფეროში. მშვიდობიანი კავკასია და საქართველოს ისტორიული ფუნქციის აღდგენა კავკასიაში. თანაბარუფლებიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება რუსეთთან.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ასიმეტრიული ფედერალიზმი

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო (ძლიერი პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი, ძლიერი მართლმსაჯულება)

პარტია დაარსდა: 30.08. 1997 წ., მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ტრაცია – 1997 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 20.02. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ნესტან კირთაძე, დიმიტრი შველიძე, ნუგზარ რეხვიაშვილი, ნოდარ გუგუციძე. ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა წელიწადში ერთხელ) – კომიტეტი (ირჩევა 1 წლით - 9 წევრი: ნესტან (ელისაბედ) კირთაძე - კავშირის თავმჯდომარე, დიმიტრი შველიძე - პოლიტიკური მდივანი, ნუგზარ კობერიძე - თავმჯდომარის მოადგილე, ნუგზარ რეხვიაშვილი - ეროვნულ უმცირესობათა დეპარტამენტის თავმჯდომარე, ხათუნა კობერიძე -ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარე, ანა ერისთავი -საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე და სხვ.) – თავმჯდომარე (ყრილობა ირჩევს 3 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.).

წევრთა რაოდენობა: 15000, აქტიური სრულად. რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციები - მთელს საქართველოში.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: სახალხო-დემოკრატიული ახალგაზრდული კავშირი. დაარსდა 1998 წ., გაერთიანებულია 5000 წევრი, არის იურიდიული პირი. მართავს პოლიტიკური საბჭო. მისამართი: თბილისი, ზუბალაშვილების ქ., 30, ბინა 28. ტელ.: 93 43 74. ბეჭდვითი ორგანო: ჟურნალი „აწმყო შობილი წარსულისაგან“. დაარსდა 1997 წ., გამოდის წელიწადში ერთხელ, ტირაჟი – 1000, ფასი - სახელშეკრულებო. გაზეთი „ულო“, დაარსდა 1997 წ., გამოდის თვეში ერთხელ, ტირაჟი -5000, ფასი -სახელშეკრულებო.

პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს მკვეთრად გამოხატული ევროდასავლური ორიენტაციის, უაღრესად სწორად განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის გამო. პარტია ეკამათება ხელისუფლებას მხოლოდ ხელისუფლების კორუფციის მაღალ ხარისხზე და არასწორ სოციალურ პოლიტიკაზე.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი - ნესტან კირთაძე, რწმუნებული - ხათუნა კობერიძე.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ქვეყანაში დიდი ეროვნული შერიგების დასაწყისი და კონფრონტაციულად დაპირისპირებული ბანაკების მოშლა. ამის გამო კავშირი დაუკავშირდა დამხობილი ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკურ ბლოკს „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო”. ეს ერთობა შედგა არა ეკლექტიზმის ბაზაზე, არამედ ეროვნული იდეოლოგიისა და ცხოვრების ყველა სფეროს მიმართულებით წარმმართველი ერთობლივი პრინციპებისა და ფასეულობების სისტემაზე, რაც გამოიხატა საერთო პოლიტიკური დოკუმენტის -„ძეგლისდების” შექმნით. მთავარი პროგრამული მიმართულებები განისაზღვრა შემდეგი წარმმართველი პრინციპების ერთობლიობაში: 1. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცება 2. სოციალური წონასწორობა 3. ეკონომიკური აღორძინება 4. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ერთიანობა 5. ქრისტიანული სულიერება და ტოლერანტიზმი 6. ევროდასავლური ორიენტაცია და უნივერსალური ევროპეიზმი. ყველა წარმმართველი პრინციპი ახსნილია მეცნიერულად და დასაბუთებულია პროგრამულად. მეტიც, პირველად ქართული პოლიტიკური აზროვნების უახლეს ისტორიაში ჩვენივე ინიციატივით შეიქმნა „ეროვნული იდეოლოგიის ორიენტირები”, რომელიც გამოიცა წიგნად.

მისამართი: თბილისი, ზუბალაშვილების ქ., 30, ბინა 28. ტელ.: 93 43 74; 92 11 69.

საკონტაქტო პირი: ხათუნა კობერიძე - კავშირის ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარე.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9