ნა ნე ნო ნუ
ნეს

ნესტან კირთაძე

დაიბადა 1960 წ., ქუთაისში, პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1980 წ. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1990 წ. - თსუ ასპირანტურა. 1996 წ. - მაასტრიხტის საზოგადოებრივი ადმინისტრაციის ევროპული ინსტიტუტის სერტიფიკატის მფლობელი. სამუშაო გამოცდილება: 1981-1987 წ.წ. - ქუთაისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, კათედრის ასისტენტი. 1990-1998 წ.წ. - თსუ პოლიტიკური პარტიების ისტორიის კათედრის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, 1998-1999 წ.წ. - დოცენტი, 1999 წლიდან დღემდე - თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი. 1995-1996 წ.წ. იყო მოქალაქეთა კავშირის პოლიტიკური მდივანი. 1997 წლიდან არის სახალხო-დემოკრატიული კავშირი - ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარე. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1992-1993 წ.წ. იყო ფრაქცია „ედპ“-ს წევრი და 1992-1995 წ.წ. - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1995-1996 წ.წ. იყო ფრაქცია „მოქალაქეს“ წევრი, 1996-1999 წ.წ. - ფრაქცია “ამომრჩეველის” (სახელწოდება შემდეგ შეიცვალა „ლეიბორისტით”) წევრი, 1995 წლიდან დღემდე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ზურაბ რეხვიაშვილი და 1 შვილი.

მისამართი: თბილისი, ზუბალაშვილების ქ., 30, ბინა 28. მობილური: (877) 43 24 91

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9