ექიმი. 1951 წ. დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი. 1969 წლიდან არის ნიუ იორკის სამედიცინო აკადემიის ნამდვილი წევრი. 1968 წლიდან - რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. სამუშაო გამოცდილება: 1951-1952 წ.წ. – ჩიმკენტის მე-3 მედ.გაერთიანება, განყოფილების გამგე. 1952-1954 წ.წ. – სამხედრო ნაწილი 99061, ექიმი. 1954-1956 წ.წ. – 85-ე სამხედრო-საზღვაო ჰოსპიტალი, ორდინატორი. 1956-1969წ.წ. – საბჭოთა კავშირის სამხედრო-სამედიცინო აკადემია, უფროსი ორდინატორი, დოცენტი, მედ.მეცნ. დოქტორი. 1969 წლიდან დღემდე – ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, კათედრის გამგე. 1970-1973 წ.წ. – საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი. 1952-1989 წ.წ. - სკკპ წევრი. 1996 წ. აირჩიეს კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოების პრეზიდენტად. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, ლიდია ბოჭორიშვილი და 2 შვილი.
მისამართი: თბილისი, ენგურის ქ., 3, ბინა 44
ტელ.: 98 85 75.