ვა
ვაჟ ვახ

ვახტანგ ცაგარეიშვილი

დაიბადა 1943 წ., ზესტაფონში, მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. დაამთავრა თსუ მექანიკა- მათემატიკის ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1970-1978 წ.წ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტი, ლაბორანტი, შემდეგ – უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1978-1994 წ.წ. თსუ, ზოგადი მათემატიკის კათედრის დოცენტი. 1988-1990 წ.წ. იყო ეროვნული სამართლიანობის კავშირის აღმსარებლობის კომისიის თავმჯდომარე. 1989-1990 წ.წ. - რესპუბლიკური ფედერალური პარტიის თავმჯდომარე. 1990-1997 წ.წ. იყო სრულიად საქართველოს „წმიდა ილია მართლის საზოგადოების“ გამგეობის წევრი, 1997 წ. აირჩიეს გამგეობის თავმჯდომარედ. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი და „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს” პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი. 1991 წლიდან ფრაქცია „უმრავლესობის” წევრი. 1990 წლიდან - აღმსარებლობის ქვეკომისიის კომიტეტის თავმჯდომარე. ჰყავს 3 შვილი.

მისამართი: თბილისი, იაშვილის ქ., 13. ტელ.: 92 03 18

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9