პა პე პო
პოლ

პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოს ბედი“

პარტიის ლიდერი თემურ მდინარაძე

დევიზი: „ენა, მამული, სარწმუნოება“, ეროვნული ეკონომიკის, მიწათმოქმედების ქართული ცხოვრების წესის აღდგენა – ეს არის „საქართველოს ბედი“

პოლიტიკური მიმართულება: მხოლოდ ეროვნული, ანუ ქართული ცხოვრების წესის აღდგენის მიმართულება

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა, სადაც აღდგება ქართული ცხოვრების წესი, სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ეროვნული ეკონომიკის აღორძინება..

საგარეო პოლიტიკა: საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი და მშვიდობის მედიატორი ყველა რელიგიის მიმდევრებისა და სახელმწიფოთა შორის. სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ქართული ცხოვრების წესით საქართველო დაყოფილი იყო ბუნებრივ სამეურნეო არეებად ან მხარეებად. ყოველი მხარე დამოუკიდებელი იყო თავის მოქმედებაში და საქართველოს კი აერთიანებდა ტრადიციული ეროვნული ეკონომიკა და მარადიული კონსტიტუცია – ენა ქართული.

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: აბსოლუტური მონარქია (ყოველი კონსტიტუცია შექმნილია იმიტომ, რომ ადამიანი დაცილდეს უფლის მცნებებს).

პარტია დაარსდა 1995 წ., პირველი რეგისტრაცია - 1995 წ., ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წ. დაარსების ინიციატორები: თ. მდინარაძე, ვ. ბოჭორიშვილი, მ. მაჭავარიანი, ე. ჯაველიძე.

პარტია არის „მამულის აღორძინების საზოგადოების“ სამართალმემკვიდრე, რომელიც გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის, თემურ მდინარაძის მიერ პარლამენტის მიტოვების გამო.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) - გამგეობა (ირჩევა 4 წლით - 5 წევრი: თემურ მდინარაძე - თავმჯდომარე, ზაურ ბედია – თანა-თავმჯდომარე, დალი ტურაშვილი – პოლიტიკური მდივანი, ედუარდ ცირემუა, ინგა გოგიაშვილი) - თავმჯდომარე (ირჩევა გამგეობის მიერ 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.). წევრთა რაოდენობა: 1500, აქტიური - 300.

აქვს რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციები.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობდა „მამულის აღორძინების საზოგადოება”. პარლამენტში ჰყავდა 1 წარმომადგენელი, რომელიც გავიდა საკომპენსაციო სიით.

1992 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: იყო იგივე, რაც პარტიას აქვს დღეს.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში არ მონაწილეობდა, რადგან ვერ მოხერხდა ეროვნული ძალების გაერთიანება.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში არ მონაწილეობდა, რადგან ამ არჩევნებით ხელი შეეწყო ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ მოვლენებს.

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ზვიად გამსახურდიას.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია არავის უჭერდა მხარს

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს ანტიეროვნული პოლიტიკის გამო. დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა არის საქართველოს გაყიდვის და დაქუცმაცების პოლიტიკა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: მხარდამჭერთა ხელმოწერები, რწმუნებული – დალი ტურაშვილი.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა. მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციული ქართული ცხოვრების წესი. სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ეროვნული ეკონომიკის აღორძინება. მიწა არ უნდა გაიყიდოს, მიწათმოქმედე-ბის ქართული ცხოვრების წესი უნდა აღსდგეს. საქართველო უნდა იყოს მშვიდობის მედიატორი ყველა რელიგიის მიმდევრებისა და სახელმწიფოთა შორის. ქართული ცხოვრების წესით ყველა ერი თანასწორუფლებიანია ყველა საკითხში. ქართული ცხოვრების წესით სა-ქართველო დაყოფილი იყო ბუნებრივ სამეურნეო არეებად ან მხარეებად. ყოველი მხარე დამოუკიდებელი იყო თავის მოქმედებაში და საქართველოს კი აერთიანებდა ტრადიციული ეროვნული ეკონომიკა და მარადიული კონსტიტუცია – ენა ქართული. აბსოლუტური მონარქია: ყოველი კონსტიტუცია შექმნილია იმიტომ, რომ ადამიანი დაცილდეს უფლის მცნებებს.

მისამართი: თბილისი, ალ. დიუმას ქ., 15, ტელ.: 98 62 65; 38 54 43

საკონტაქტო პირი: დალი ტურაშვილი – პოლიტიკური მდივანი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9