თა თე
თეი თემ თენ

თემურ მდინარაძე

დაიბადა 1946 წ., თბილისში, ინჟინერტექნოლოგი, პროფესორი. 1971 წ. დაამთავრა ოდესის ლომონოსოვის სახ. ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხორცისა და რძის მრეწველობის ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1971-1973 წ.წ. და 1976-1977 წ.წ. ხორცის და რძის მრეწველობის შრომის მეცნიერული ორგანიზაციისა და წარმოების მართვის ცენტრი, უფროსი ინჟინერტექნოლოგი. 1973-1976 წ.წ. საკ. სამეცნიერო ინსტიტუტის ასპირანტი. 1977-1980 წ.წ. – რესპუბლიკური გაერთიანება „თბილხორცის“ მთავარი ტექნოლოგი. 1981 წლიდან არის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიური ცენტრის გამგე. 1995 წ. აირჩიეს პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოს ბედის“ თავმჯდომარედ. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს" პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1990-1991 წ.წ. იყო აგრარული კომისიის წევრი. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა „მამულის აღორძინების საზოგადოების“ პარტიული სიით, 1992 წ. იყო ფრაქცია „აღორძინების“ ხელმძღვანელი, აგრარული კომისიის წევრი. ჰყავს მეუღლე, ჟუჟუნა მდინარაძე და 2 შვილი.

მისამართი: თბილისი, ალ. დიუმას ქ., 15. ტელ: 98 62 65; 38 54 43

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9