პარტიის ლიდერი ირაკლი ლომთაძე
დევიზი: „ინტელექტუალური აზროვნება გადაარჩენს საქართველოს“
პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე-ცენტრისტული
პარტიის საპროგრამო პრიორიტეტები:
ეკონომიკა: უნდა დაჩქარდეს პრივატიზაცია, ფულადსაკრედიტო პოლიტიკის სრულყოფა, ფასების ლიბერალიზაცია, საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკურორგანიზაციებთან ახლო თანამშრომლობა. საგარეო პოლიტიკა: სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის საშინაო სტაბილობის მიღწევა, კრიმინალური ვითარების მოგვარება და ორგანიზაციების უფლებამოსილებათა გაფართოება.
სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო პარტია დაარსდა 1995 წ., ივნისს, ხელახალი რეგისტრაცია – 1998 თებერვალს.
დაარსების ინიციატორები: ირაკლი ლომთაძე, დემურ ბაშელეიშვილი, გიგო კანდელაკი, გურამ მანჯგალაძე, თორნიკე გოცირიძე, გიორგი ჯაფარიძე, არჩილ მაღლაფერიძე, კუკური თავართქილაძე.
ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) - საბჭო (ირჩევა 2 წლით - 15 წევრი: ირაკლი ლომთაძე – თავმჯდომარე, დემურ ბაშელეიშვილი - გენერალური მდივანი, წევრები: გიგო კანდელაკი, გურამ მანჯგალაძე, გიორგი ჯაფარიძე, კუკური თავართქილაძე) - თავმჯდომარე (ფარული კენჭისყრით ირჩევა 3 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.)
წევრთა რაოდენობა: 3500, აქტიური -3000. 2 რეგიონალური და 6 რაიონული ორგანიზაცია.
1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 2%. პარლამენტში ჰყავდა 1 წარმომადგენელი.
1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ეროვნული და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სულიერებისა და ზნეობის დამკვიდრება.
1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს. პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი -ალექსანდრე ჯიქია, რწმუნებული -გიორგი ქორიძე.
1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ეროვნული და ტერიტორიული მთლიანობის, სულიერე-ბისა და ზნეობის აღდგენა, რელიგიური რწმენის განმტკიცება, სამშობლოს სიყვარული, ჭეშმარიტი მამულიშვილობა, ერის გამთლიანება, ქვეყანაში წესრიგის დამყარება და კანო-ნის უზენაესობა, ბრძოლა კორუფციასთან, რეკეტთან, მაფიოზურ კლანებთან. პარტია მხარს უჭერს პროგრესულ ეროვნულ ძალებს, რომლებსაც სურთ მშვიდობიანი გზით საქართვე-ლოს მთლიანობის აღდგენა. მხარს უჭერს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას, გმობს ყოველგვარ ძალადობას.
მისამართი: თბილისი, ჯიქიას ქ., 3. ტელ.: 32 14 73.
საკონტაქტო პირი: თემურ ვაჩაძე -პარტიის მდივანი.to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |