სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს ნაციონალისტური პარტია (სნპ)

პარტიის ლიდერი ზაზა ვაშაყმაძე

დევიზი: „ერი და მამული“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე დასავლური ორიენტაციის საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: სნპ მომხრეა საკუთრების ყველა ფორმის არსებობის. კერძო და სახელმწიფო საკუთრების თანაფარდობა შექმნის სოციალური სტაბილურობის გარანტიებს. წვრილი და საშვალო ბიზნესის განვითარება გააძლიერებს კერძო საკუთრების არსებობას, რაც გახდება გარანტი სახელმწიფოსათვის ესოდენ საჭირო – საშუალო ფენის შექმნას, ჩამოყალიბებას.

საგარეო პოლიტიკა: გაერთიანება ყველა ევროპულ სტრუქტურაში. დსთ-დან გამოსვლა და შესვლა „ნატო”-ში. რუსეთის გავლენის შემცირება. სნპ-ს პრინციპია: ვინც ფლობს საქართველოს, ფლობს კავკასიას, ვინც ფლობს კავკასიას, ის აკონტროლებს ახლო აღმოსავლეთსა და აზიას.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული (სადაც არც ერთ რეგიონს არ ექნება სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. საჭიროა ადმინისტრაციული ერთეულების გაერთიანება) სახელმწიფო სისტემის მოწყობა: ამ ეტაპზე, ანუ გარდამავალ პერიოდში სნპ მომხრეა საპრეზიდენტო სისტემის, საბოლოო ჯამში კი კონსტიტუციური მონარქიის. პარტია დაარსდა: 1993 წ., პირველი რეგისტრაცია – 21.04. 1994 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 20.02. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: ზაზა ვაშაყმაძე, გიორგი ჩლაიძე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – სათათბირო დარბაზი (ირჩევა 3 წლით -5 წევრი: ზაზა ვაშაყმაძე -თავმჯდომარე, დავით მელქაძე – თავმჯდომარის მოადგილე, სათათბირო დარბაზის თავმჯდომარე, ლევან ჯაში – პოლიტი-კური მდივანი, დავით სექანია – თავმჯდომარე, ანდრო გაჩეჩილაძე – საინფორმაციო-ანა-ლიტიკური სამსახურის უფროსი) – თავმჯდომარე (ყრილობა ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.) – სარევიზიო კომისია (ირჩევა 4 წლით -4 წევრი).

წევრთა რაოდენობა: 5000, აქტიური – 1000. 15 რაიონული ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: სნპ-ს „ახალგაზრდა ნაციონალისტი”. დაარსდა 1997 წ., გა-ერთიანებულია 700-750 წევრი, არის იურიდიული პირი, ლიდერი – დავით სექანია. მი-სამართი: თბილისი, ანაგის ქ., 7, მე-18 სართ. ტელ.: 95 14 85; 52 10 02.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ტრადიცი-ონალისტთა კავშირთან ერთად.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა აკაკი ბაქრაძეს.

პარტია მხარს არ უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, რადგან ის არ აკეთებს ან ვერ აკეთებს ქართულ საქმეს. მას არ სჭირდება ჭკვიანი, პატიოსანი და ეროვ-ნული ხალხი მის სამსახურში.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – გივი ცივაძე, რწმუნებული – ლევან ჯაში.

1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ძლიერი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. დაკარ-გული ტერიტორიებისათვის ბრძოლა და მისი დაბრუნება. მართლმადიდებლური სარწმუნოების გაძლიერება და ხელშეწყობა. ეროვნების რეკვიზიტის აღდგენა პირადობის მოწმო-ბებში. მრეწველობის და სოფლის მეურნეობის აღდგენა და განვითარება. საკუთრების ფორმების გაძლიერება. უფასო განათლების და უფასო ჯანდაცვის დანერგვა. ქართული კულტურის განვითარება და პოპულარიზება. მოსახლეობისათვის საარსებო მინიმუმის შექ-მნა ხელფასისა და პენსიების სახით. სპორტის განვითარება და ხელშეწყობა (განსაკუთრებით ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი და ძალისმიერი სპორტი). ტურიზმის განვითარება თავისი ინფრასტრუქტურით რაც გახდება საწინდარი კაპიტალის საქართველოში შემოს-ვლის. ადგილობრივი წარმოებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ძლიერი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების შექმნა და ჩამოყალიბება. სამხედრო-სავალდებულო სამ-სახურის ერთი წლით დაკანონება. პროფესიული არმიის ჩამოყალიბება კონტრაქტის სახით. რუსეთის გავლენის შემცირება, დსთ-დან გამოსვლა, ნატო-ში გაერთიანება. დემოგ-რაფიული მდგომარეობის გამოსწორება ქართველების სასარგებლოდ. ნაციონალური კანონების მიღება და მისი ამოქმედება მთელს ქვეყანაში. ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. კანონის დიქტატურის დამყარება. გაბერილი ბიუროკრატიული აპარატის შემცირე-ბა. სოფელში გლეხობის დაკავება ადგილებზე.

მისამართი: თბილისი, ზაზიაშვილის ქ., 1, ტელ.: 95 14 85; 75 74 36.

საკონტაქტო პირი: ლევან ჯაში.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9