შა შო
შალ

შალვა ბერიანიძე

დაიბადა 1924 წ., თბილისი, პედაგოგი. დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1948-1951 წ.წ. – კომკავშირის თბილისის კომიტეტის მდივანი. 1950-1951 წ.წ. - საქართველოს კომკავშირის თბილისის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1951-1961 წ.წ. - თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორი. 1965-1970 წ.წ. - საქართველოს კომპარტიის გორის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1970-1980 წ.წ. - საქართველოს კომპარტიის ცკ, განყოფილების გამგე. 1997 წ. აირჩიეს საქართველოს აღორძინებული კომუნისტური პარტიის პირველ მდივნად. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, იყო ფრაქციების: „თანხმობა” და „კომუნისტი” თავმჯდომარე. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს კომუნისტური პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, კლავდია ბერიანიძე და 2 შვილი.

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 75. ტელ.: 23 21 15

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9