ავ აკ ალ ამ არ აფ
ავთ

ავთანდილ მარგიანი

დაიბადა 1945 წ., მესტიაში, ინჟინერი. დაამთავრა სპი, ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი. არის 1997 წელს შექმნილი სახალხო-პატრიოტული გაერთიანების დამფუძნებელი, აგრეთვე 1993 წ. შექმნილი თურქეთ-საქართველოს მეგობრობის საზოგადოება “კარადენის” დამფუძნებელი. 1968-1971 წწ. - ლუდის ქარხანა, ბრიგადირი. 1971-1977 წწ. - კომბინატი “ელბრუსი”, ინჟინერი, შემდეგ მთავარი ინჟინერი. 1978-1980 წწ. - ტრანსნავთობის ბაზის უფროსი. 1980-1989 წწ. - კომპარტიის გარდაბნის რაიონის განყოფილების გამგე, რაიკომის მდივანი. 1989-1990 წწ. - კომუნისტური პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 1990-1991 წწ. - საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი. 1991-1992 წწ. - საქართველოს დემოკრატიული კავშირის თანათავმჯდომარე, 1992 წლიდან - თავმჯდომარე. 1990 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც მაჟორიტარი, გახდა პარლამენტის წევრი. 1992 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, იყო ფრაქცია “დემოკრატიული კავშირის” წევრი, 1992-1995 წწ. - საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი. 1995 წ. არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, ვერ გახდა პარლამენტის წევრი. ჰყავს მეუღლე, მარინა დათუკიშვილი და 2 შვილი.

მისამართი: თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტ., 15 კორპ., ბ. 9, ტელ.: 95 60 34, ფაქსი: 95 60 34

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9