სა სე სრ
სამ სარ საქ სახ

საქართველოს დემოკრატიული კავშირი

პარტიის ლიდერი ავთანდილ მარგიანი

დევიზი: „აყვავდი ტურფა ქვეყანავ, იხარე ივერთ მხარეო“

პოლიტიკური მიმართულება: მემარცხენე-ცენტრისტული საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: კონცეფცია ეყრდნობა დაბალანსებულ საბაზრო ეკონომიკის ორსექტორიან მოდელს, რომელიც ითვალისწინებს დამწყებ მეწარმეთათვის შეღავათების დაწესებას. საჭი-როა კიდევ გამკაცრდეს ფულად-საკრედიტო და საფინანსო პოლიტიკა, ქვეყანაში შეიქმნეს აღრიცხვისა და ანგარიშების თანამედროვე სისტემა, დამყარდეს საზოგადოებრივი კონტრო-ლი საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯვაში და სახელმწიფო შემოსავლების მობილიზაციის საქმეები, რაც უძლიერსი იარაღია კორუფციის წინააღმდეგ.

საგარეო პოლიტიკა: კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა მოსაზღვრე ქვეყნებთან, განსაკუთრებით პოსტსაბჭოურ სივრცეში შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან. „დასავლეთსა” და “აღმოსავლეთს” შორის მიმდინარე მწვავე პოლიტიკურ ჭიდილს არ უნდა შეეწიროს საქართველოს მომავალი.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული, სამხარეო

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპარლამენტო (მთავრობა, რომელსაც დაამტკიცებს პარ-ლამენტი თავის პრემიერ მინისტრითა და ვიცე-პრემიერებით. შესაძლებელია პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობაც, მაგრამ არა იმ დონის უფლებებით, რომლებიც მას დღეს აქვს მინიჭებული)

1993 წლიდან პარტია სტუმრის სტატუსით გაერთიანებულია აღმოსავლეთ ევროპის ინტერ-ნაციონალში.

1997 წლიდან პარტია დამფუძნებელია საერთაშორისო გაერთიანებისა „სახალხო-პატრიოტული გაერთიანება”.

პარტია დაარსდა 02.09. 1991 წ., პირველი რეგისტრაცია -16.01. 1992 წ., ხელახალი რეგისტრაცია -24.03. 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: თენგიზ აბულაძე, ზურაბ წერეთელი, ვახტანგ გოგუაძე, ვალერი კვარაცხელია, ავთანდილ მარგიანი, მამუკა გაჩეჩილაძე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – მთავარი კომიტეტი (ირჩევა 4 წლით -17 წევრი: ავთანდილ მარგიანი – თავმჯდომარე, უშანგი ბე-დიაშვილი -თავმჯდომარის მოადგილე) – თავმჯდომარე (ყრილობა ირჩევს 4 წლით, ბო-ლოს აირჩიეს 1998 წ.)

წევრთა რაოდენობა: 3500, აქტიური – 2800. 6 რეგიონალური და 12 რაიონური ორგანიზაცია.

ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდობის დემოკრატიული კავშირი. დაარსდა 1992 წ., გაერთიანებულია 2100 წევრი. ლიდერი – მამუკა გაჩეჩილაძე. მისამარ-თი: თბილისი, სურამის ქ., 9, ტელ.: 95 08 44, ფაქსი: 95 41 23

ბეჭდვითი ორგანო: „დემოკრატიული საქართველო”, დაარსდა 1992 წ., გამოდის თვეში ერ-თხელ, ტირაჟი -2000-მდე, უფასო.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „მშვიდობა”, ბლოკმა მიიღო ხმების 39%. პარლამენტში პარტიას ჰყავდა 23

წარმომადგენელი პარტიული სიით. 1992წ. წინასაარჩევნო პროგრამა: ქვეყანაში სტაბილური, მართვის დემოკრატიული მექანიზმების სრულყოფა, სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტის, მყარი ფუნდამენტის და სამოქალაქო საზოგადოების შექმნა, ყოველივე ამისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება. ეროვნული თანხმობის მიღწევა საზოგადოებაში.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „პროგრესი”, ბლოკმა მიიღო ხმების 2,75%, პარლამენტში პარტიას ჰყავდა 3 წარმომადგენელი.

1995 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საკანონმდებლო-აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების რეფორმა, სახალხო დამცველის ინსტიტუტის შემოღება, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან შეხამებული პოლიტიკის გატარება.

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს არავის უჭერდა.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს.

პარტია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს მხარს უჭერს ნაწილობრივ. პრეზიდენტის რეფორმისტულ მიდგომებს პარტია ეთანხმება, მაგრამ მის საკადრო და ზოგიერთ საგარეო ურთიერთობათა საკითხებთან აქვს უთანხმოება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიის რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი – ამირან ცინცაძე, რწმუნებული – მამუკა გაჩეჩილაძე. 1999 წ. წინასაარჩევნო პროგრამა: საქართველოს დემოკრატიული კავშირის წინასაარჩევნო პროგრამის საფუძველია კავშირის ემბლემაზე გამოსახული სიტყვები „დღეს საქართველოს სჭირდება: ერეკლეს ხედვა, ილიას სიბრძნე, სტალინის სიმტკიცე”. უპირველეს და გადაუდებელ სტრატეგიებად მიგვაჩნია: 1. ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიის დამყარება, როდესაც სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობას იღებს მოსახლეობის ფართო ფენები, მათი შესაძლებლობებისა დასოციალური ორგანიზებულობის ფარგლებში; 2. ქვეყნის კულტურული აღმავლობისათვის

შესაბამისი პირობების შექმნა, ქართველოლოგიის პრიორიტეტული განვითარება, ქართველებისა და საქართველოში მცხოვრები აბორიგენი თუ შემდგომ დამკვიდრებული ხალხე-ბის, ენის, ისტორიის, რელიგიის და ეთნოკულტურულ თავისებურებათა შესწავლა, მათი ჩართვა მსოფლიოს ინტერესთა გარემოში და გამოყენება ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში; 3. მოსახლეობისათვის დღევანდელობის შესაბამისი განათლების მიცემის პირობე-ბის შექმნა, განათლება ყველასათვის, მათ შორის, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომი პირობების შექმნა; 4. მოსახლეობის მატერიალურ შემოსავალთა შორის არსებული დიფერენციაციის შეზღუდვა, არ დაუშვას ეგრეთ წოდებული დივერგენცია (ვინმეს გამდიდრება სხვის ხარჯზე, კერძოდ, ბიუჯეტის, რაც საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკოსი-სათვის უცხო არ არის, მხედველობაშია პარტიები, რომლებიც ბიუჯეტის ასიგნებებს საკუთარი ავტორიტეტის ასამაღლებლად იყენებს); 5. საჭიროა კიდევ უფრო გამკაცრდეს ფულად-საკრედიტო და საფინანსო პოლიტიკა. ეს საწინდარია იმისა, რომ ქვეყანაში შეიქ-მნას აღრიცხვის თანამედროვე სისტემა, რაც უძლიერესი იარაღია კორუფციის წინააღმდეგ; 6. ჩვენი კავშირის უმთავრესი ამოცანაა ქვეყანაში სოციალური სამართლიანობის დამკვიდ-რება, რომლის უმთავრესი ნიშანია თითოეულ ადამიანს შეექმნას ცხოვრების ისეთი პირო-ბები, რომელიც მისცემს მას საშუალებას სრულად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები, გაშალოს საკუთარი შემოქმედებითი აქტივობა და მიღებული შედეგები მიითვისოს საკუთარი შეხედულებებისამებრ.

მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის გამზ., 86/89-2,

ტელ.: 95 47 67; 95 60 34; 95 08 44; ფაქსი: 95 60 34; 95 41 23. საკონტაქტო პირი: მამუკა გაჩეჩილაძე - პოლიტიკური მდივანი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9