პარტიის ლიდერი თამაზ ნადარეიშვილი
პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული
საპროგრამო პრიორიტეტები:
ეკონომიკა: თავისუფალი, საბაზრო ეკონომიკა. კერძო საკუთრება. წვრილი და საშუალო ბიზნესისათვის ხელის შეწყობა, მაქსიმალური ხელშეწყობა მეურნეობის ბაზისური დარგების განვითარებას. ლიბერალური საგადასახადო სისტემა. საგარეო პოლიტიკა: კეთილმეზობლური პარტნიორული ურთიერთობა ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან, ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, ნატოში გაწევრიანება.
სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო
სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო
პარტია დაარსდა: 29.12. 1998 წ., პირველი რეგისტრაცია – 05.02. 1999 წ.
დაარსების ინიციატორები: თამაზ ნადარეიშვილი, ლონდერ ცაავა, ჯანსუღ ეზუგბაია, გენო კალანდია, ჯანო ჯანელიძე, დავით გვაძაბია, კიმი ჯაჭვლიანი, მერაბ დგებუაძე.
ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 2 წელიწადში ერთხელ) – საბჭო (ირჩევა 2 წლით - 85 წევრი) – პრეზიდიუმი (ირჩევა 2 წლით - 11 წევრი: თამაზ ნადარეიშვილი - თავმჯდომარე, ჯანსუღ ეზუგბაია – პოლიტიკური მდივანი, გენო კალანდია, ჯანო ჯანელიძე - მოადგილეები, კიმი ჯაჭვლიანი, ალუ გამახარია, ნუგზარ ბირკაია, იური ბეჭვაია, მამუკა მაისურაძე, ანზორ დემბაძე, დავით გვაძაბია) – თავმჯდომარე (ყრილობა ირჩევს 2 წლით, ბოლოს აირჩიეს 1998 წ.).
წევრთა რაოდენობა: 52000, აქტიური - 10000-12000. 7 რეგიონალური და 34 რაიონული ორგანიზაცია.
ახალგაზრდული ორგანიზაცია: აფხაზეთის განთავისუფლების პარტიის ახალგაზრდული კავშირი. დაარსდა 15.02. 1999 წ., გაერთიანებულია 2800 წევრი. არ არის იურიდიული პირი. ლიდერი: მამუკა მაისურაძე.
ბეჭდვითი ორგანო: „ოქროს საწმისი“. დაარსდა 28.02. 1999 წ. გამოდის თვეში ერთხელ, ტირაჟი - 500, უფასო.
მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ., 29. ტელ.: 92 28 34.
საკონტაქტო პირი: ჯანსუღ ეზუგბაია – პოლიტიკური მდივანი.
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |