და დე
დემ

დემოკრატიული პარტია (დპ)

პარტიის ლიდერი გელა ქვლივიძე

მიმართულება: ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, მრეწველობის განვითარება.

საგარეო პოლიტიკა: კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ინტეგრაცია ევროპის სტრუქტურებში, ეროვნული უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შექმნა.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: სამხარეო

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო (პარტია მხარს უჭერს ორპალატიან პარლამენტს.

მის ერთ პალატას 6 წლით აირჩევენ სამხარეო სუბიექტები, ხოლო მეორეს – 2 წლით აირჩევს სრულიად საქართველოს მოსახლეობა ტერიტორიულ საარჩევნო ოლქებში)

პარტია დაარსდა: 1991 წ., პირველი რეგისტრაცია – 1992 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1998 წ.

დაარსების ინიციატორები: მიხეილ ქურდიანი, ქართლოს ღარიბაშვილი, გელა ქვლივიძე, ბადრი დათუაშვილი, თემურ კვირკველია, ლევან ღვინჯილია, ვაჟა ომარაშვილი.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – კომიტეტი (ირჩევა 4 წლით) – თავმჯდომარე – გელა ქვლივიძე (ირჩევენ 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.).

წევრთა რაოდენობა: 5830, აქტიური - 720. 32 რეგიონალური და 54 რაიონული ორგანიზაცია. ბეჭდვითი ორგანო: გაზეთი „დემოკრატი”. დაარსდა

1992 წ., გამოდის კვირაში ერთხელ, ტირაჟი – 1000. ამჟამად გამოშვება შეჩერებულია.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, პარლამენტში ჰყავდა 10 წარმომადგენელი.

1992 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: დემოკრატიული რეფორმების გატარება და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება-განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, მიიღო ხმების 1,98%, პარლამენტში ჰყავდა 1 წარმომადგენელი.

1998 წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „საქართველოს სოციალისტური პარტია”.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს. პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის საფუძველი: პარლამენტის წევრი, რწმუნებული – გია წეროძე.

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ., 29. ტელ.: 22 54 85; 22 30 06.

საკონტაქტო პირი: გია წეროძე – ეროვნული კომიტეტის წევრი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9