თა თე
თაა თამ

„თანხმობისა და სამართლიანობის კავშირი“ („თსკ“)

პარტიის ლიდერი ალექსი ადეიშვილი

დევიზი: „თანხმობა გადაარჩენს საქართველოს“

პოლიტიკური მიმართულება: ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: დარგების რეაბილიტაცია, ეკონომიკაში აგრარული სფეროს ფაქტორის გათვალისწინება. ინვესტიციების დარგობრივი დატვირთვა კერძო მეწარმეთათვის მეტი თავისუფლების მინიჭება, რათა შიდა კაპიტალმა მთავარი როლი ითამაშოს ეკონომიკურ ძლიერებაში. ქარხნების ეტაპობრივი ამოქმედება.

საგარეო პოლიტიკა: ევროსაბჭოში გაერთიანების შემდეგ კონტაქტების გაღრმავება. მოსახლეობისათვის იმის ახსნა, თუ რა პოზიტიური ძვრები შეიძლება მოიტანოს უფრო მეტმა პოლიტიკურმა კონტაქტებმა სახელმწიფოებთან, რომელთაც მსგავსი განვითარების გზა გაიარეს.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული

სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა: 14.07. 1995 წ., პირველი რეგისტრაცია – 25.07. 1999 წ.

დაარსების ინიციატორები: 80 ათასიანი ის ელექტორატი, ვისაც შეეხო კანონი საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის შესახებ, კერძოდ მოძრაობის ლიდერი ალექსი ადეიშვილი. ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – საბჭო (ირჩევა 4 წლით -5 წევრი: ალექსი ადეიშვილი – კავშირის თავმჯდომარე, დოდო ხეჩოშვილი -მდივანი, ვარლამ გასვიანი – აპარატის უფროსი, ტრისტან ქართველიშვილი – რაიონული სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ტატიანა ნოვიკოვა – სარევიზიო კომისიის წევრი, ირინა იმნაძე – წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში) – თავმჯდომარე (ღია კენჭისყრით ირჩევა 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.) – სარევიზიო კომისია (ირჩევა 4 წლით -6 წევრი).

წევრთა რაოდენობა: 7000, აქტიური -400. 3 რეგიონალური ორგანიზაცია, მათ შორის 1 – ჩამოყალიბების სტადიაში. პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს. ტელ.: 33 24 05.

საკონტაქტო პირი: ვარლამ გასვიანი – აპარატის უფროსი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9