ლი
ლიბ

ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტია (ლდეპ)

პარტიის ლიდერი მიხეილ ნანეიშვილი

დევიზი: „ქვეყნად ცასა ღვთად მოუცია მარტო მამული“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: თავისუფალი, საბაზრო ეკონომიკა. მეურნეობისა და მრეწველობის დაბალანსებული განვითარება. კერძო საკუთრება მიწაზე. ტურიზმისა და ტრადიციული სამრეწველო დარგების განვითარება.

საგარეო პოლიტიკა: საქართველოს გამოსვლა დსთ-დან. ინტეგრაცია ევროპასთან და ნატოსთან.

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: უნიტარული (დეცენტრალიზებული უნიტარული) სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა: 1990 წ., პირველი რეგისტრაცია – 1990 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 1997 წ.

დაარსების ინიციატორები: მ. ნანეიშვილი, ი. გეგენავა, გ. დოლიძე, ვ. გოცირიძე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – გამგეობა, საბჭო (ირჩევა 4 წლით - 23 წევრი) – თავმჯდომარე – მიხეილ ნანეიშვილი (ყრილობა კენჭისყრით ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1997 წ.).

წევრთა რაოდენობა: 1357, აქტიური - 400. 11 რაიონული ორგანიზაცია.

1990 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „თავისუფლება”, მიიღო ხმების 3,5%,

პარლამენტში არ ჰყავდა წარმომადგენელი. 1990 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: საქართველოს დამოუკიდებლობა. ლიბერალურ დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

1992 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკში „ერთობა”, მიიღო ხმების 15%, ჰყავდა 14 წარმომადგენელი ბლოკიდან.

1992 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: ერთობა, მშვიდობა.

1995 წ. საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა დამოუკიდებლად, პარლამენტში არ ჰყავდა წარმომადგენელი.

1995 წ. საპროგრამო პრიორიტეტები: ინტეგრაცია დასავლეთთან. დსთ-დან გამოსვლა.

1991 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ირაკლი შენგელაიას.

1995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს.

პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს, საგარეო პოლიტიკის კურსის, საქართველოსთან დაკავშირებული საერთაშორისო პროექტების გამო. მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ., 41. ტელ.: 93 28 32.

საკონტაქტო პირი: ილია გეგენავა – მდივანი.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9