მა მე მი მო
მოქ მოძ

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მეწარმეთა კავშირი“ („სმკ“)

პარტიის ლიდერი ბონდო ზარნაძე

დევიზი: „ძლიერი ეკონომიკა – აღორძინებული საქართველო“

პოლიტიკური მიმართულება: მემარჯვენე-ცენტრისტული

საპროგრამო პრიორიტეტები:

ეკონომიკა: ბიზნესის განვითარება და თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა. საგარეო პოლიტიკა: ყველა ქვეყანასთან და უპირატესად მეზობელ ქვეყნებთან, ნორმალური ურთიერთობების დამყარება, საზღვრების დაცვით..

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური სახელმწიფო სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო

პარტია დაარსდა: 1993 წ., პირველი რეგისტრაცია – 12.03. 1993 წ., ხელახალი რეგისტრაცია – 9.07. 1999 წ.

დაარსების ინიციატორები: ფიზიკური პირები გაერთიანება არის საქართველოს მეწარმეთა პარტიის სამართალმემკვიდრე.

ორგანიზაციული სტრუქტურა: ყრილობა (მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ) – გამგეობა (ირჩევა 4 წლით -3 წევრი: დომენტი მოურავიძე, ზაურ ზარნაძე, ზაზა მიქაძე) – კომიტეტი (4 წლით -5 წევრი: ბონდო ზარნაძე -თავმჯდომარე, თენგიზ პაპუაშვილი, ირაკლი მიქაძე, როლანდ უგრეხელიძე, თომა მაისურაძე) – თავმჯდომარე (ყრილობა ირჩევს 4 წლით, ბოლოს აირჩიეს 1999 წ.). წევრთა რაოდენობა: 1600, აქტიური -130. 3 რეგიონალური ორგანიზაცია

ახალგაზრდული ორგანიზაცია: საქართველოს მეწარმეთა ახალგაზრდული კავშირი. დაარსდა 1999 წ. გაერთიანებულია 32 წევრი. არ არის იურიდიული პირი. ლიდერი – ლევან ლორია. მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის 123, ტელ.: 96 36 50, ფაქსი: 95 92 57.

995 წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია მხარს უჭერდა ედუარდ შევარდნაძეს.

პარტია მხარს უჭერს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს პოლიტიკური სტაბილურობისა და მომავალი მშვიდობიანობის გარანტიის გამო.

მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ., 123. ტელ.: 96 36 50; ფაქსი: 95 92 57.

საკონტაქტო პირები: ბონდო ზარნაძე – თავმჯდომარე, თენგიზ პაპუაშვილი და ირაკლი მიქაძე – თავმჯდომარის მოადგილეები.

Source: საქართველოს პოლიტიკური პარტიები : ცნობარი 1999 / [მოამზადეს კოსტანტინე კანდელაკმა, დავით ყიფიანმა, ლელა ხომერიკმა [და სხვ.]] ; სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი. - თბ., 1999. - 157გვ. : ილ. ; 20სმ.. - ISBN 99928-52-41-0
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9